პედაგოგი, რომლის გადაცემასაც აზერბაიჯანი თურქეთის მთავრობისთვის უკანონოდ გადაცემას ცდილობდა გაერო-მ დაცვის ქვეშ აიყვანა

პედაგოგი, რომლის გადაცემასაც აზერბაიჯანი თურქეთის მთავრობისთვის უკანონოდ გადაცემას ცდილობდა გაერო-მ დაცვის ქვეშ აიყვანა

აზერბაიჯანი, თურქეთის მთავრობის მოთხოვნით 3 ადამიანის მათ შორის თაჯი შენთურქის თურქეთისთვის უკანონოდ გადაცემას ცდილობდა, მაგრამ გაერო-ს ოფიციალურმა პირებმა დაკავებული თვითმფრინავიდან უკან დააბრუნეს და დაცვის ქვეშ აიყვანეს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმართ ზეწოლა, დევნა, მათი განადგურების ძალისხმევა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ გრძელდება. ასეთ დროს კი უკანონო ექსტრადირებებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

აზერბაიჯანის მიერ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ სამი წევრის თურქეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. ამ კონტექსტში, ამ სამი პირისგან ერთ-ერთი თაჯი შენთურქი თურქეთში გასამგზავრებლად თვითმფრინავში აიყვანეს.

″ჰიზმეთის″ მიმდევრების მიერ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან ერთად, სოციალური მედიის მეშვეობით ჩატარებულ კამპანიას ეფექტური რეაქცია მოჰყვა და ტაჯი შენთურქი, ბოლო წუთს აზერბაიჯანში გაერო-ს ოფიციალურმა პირებმა თვითმფრინავიდან გადმოიყვანეს. როგორც ცნობილი გახდა შენთურქი, გაერო-ს მიერ დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი, ხოლო იმ ორი ადამიანის მდგომარეობა რომელსაც აზერბაიჯანი თურქეთისთვის გადაცემას ცდილობდა კვლავ გაურკვეველია.

http://aktifhaber.com/gundem/diktatorluge-hukuksuz-iadeye-bm-freni-h98511.html