კრივის ფედერაციაში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის, არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფედერაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის ამერიკაში მყოფ სპორტსმენებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.