„ბარემ მთელი სამოქალაქო საზოგადოება დააყადაღონ“

„ბარემ მთელი სამოქალაქო საზოგადოება დააყადაღონ“

საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა აიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ ანგარიშებს ყადაღა დაადო. კონტროლის პალატის განცხადების თანახმად, დაფუძნებისთანავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს საქველმოქმედო ფონდ „ქომაგი 2“- ის შექმნის შესახებ და მოახდინეს ასოცირება აიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „ფონდი ქომაგი“, რომელიც ამავდროულად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან“ კავშირში მყოფ იურიდიულ პირს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამ ფაქტს აბსურდის თეატრს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების უკანონო ქმედებები უკვე ყოველგვარი ზღვარს გასცდა. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით presage.tv მანანა კობახიძეს ესაუბრა.

მანანა კობახიძე: „კონტროლის პალატის ქმედებები არის აბსურდი. ადამიანებმა, რომლებსაც აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ შექმნეს ფონდი. მათი არც წესდება ვიცით, არც მისამართი, არც გეგმები და საერთოდ არაფერი, არც ამ ადამიანებს ვიცნობთ. ამ დროს მათ აკავშირებენ „ქომაგთან“, შემდეგ ამ ქომაგს ჩვენთან, რასაც უკვე აბსურდის თეატრსაც ვეღარ დაარქმევ. კონტროლის პალატა კანონის ყველანაირ საზღვრებს გასცდა. გამოდის, რომ კონკრეტული ადამიანის მიერ გაწეული ნებისმიერი ქველმოქმედება შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირონ, შემდეგ კივდე ვინმე სხვას და ა.შ. კონტროლის პალატამ პრაქტიკულად ზოგადად ქართული საზოგადოება დააყადაღა. ბარემ ერთი დიდი ყადაღა დაადონ მთელს სამოქალაქო საზოგადოებას, მოგვაქციონ ყველა ერთად და თქვან, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი აზრი, თავისუფალი მოქმედება და ქველმოქმედება არის დასჯადი. ასე გვეცოდინება, რომ ავტორიტარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აღარაფერი გაგვიკვირდება.

ეს ყველაფერი უკვე აბსურდის თეატრია, რადგან კონტროლის პალატა სრულიად უსაფუძვლოდ ახორციელებს სადამსჯელო ოპერაციებს. მალე, ალბათ, ვინც „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპატიას დააფიქსირებს, ყველა ადამიანს დააყადაღებს მოგელაძე, ან კანონში შევა ცვლილება ფიზიკური პირების დაყადაღების შესახებ. მე უკვე იუმორის თემაში გადავდივარ, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად უბრალოდ ვეღარ აღვიქვამ.

ქალბატონო მანანაგამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა განცხადებარომ 2011 წელსგანათლების სამინისტრომ 600 გაყალბებული ატესტატი გასცამოგვიანებით კი ცნობილი გახდარომ მთავარი პროკურატურა ამ საქმითდაინტერესებას არ აპირებსრადგან მასში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავსთქვენროგორც იურისტი როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

- მოდით პარალელი გავავლოთ - ადამიანებმა რაღაც საქველმოქმედო ფონდი შექმნეს, კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მათ ეს საქმიანობა ეკრძალებათ და ანგარიშებს უყადაღებენ. ამ დროს, საჯარო მოხელე, რომელსაც წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა და ძალიან მნიშვენლოვან ფუნქციას ახორციელებდა, საჯაროდ აცხადებს, რომ ატესტატები გაყალბდა და ამაში მინისტრი ერია და თურმე პროკურატურა ამაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ არის წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველი.

გასაგებია, რომ პროკურატურას აქვს დისკრეცია, შეუძლია საქმე არ აღძრას, მაგრამ მინიმუმ უნდა დაინტერესდეს ამ თემით, სულ მინიმუმ ადამიანები უნდა დაკითხოს და გამოიძიოს, იქნებ მართლა გაყალბდა ეს ატესტატები, ან ვინ გააყალბა ისინი. ეს ხომ არ არის ვთქვათ, ჟურნალისტის განცხადება, ან ჭორის დონეზე განცხადება? საჯარო პირი, რომელიც წლების განმავლობაში ამ სტრუქტურის თანამშრომელი იყო, ხელს ადებს განათლების სამინისტროს. თუკი ამაში პროკურატურა დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, აქ სწორედ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც პროკურატურა დამნაშავეებს აფარებს ხელს.

ეს არის შერჩევითი სამართალი - თუ უნდათ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ადამიანს პასუხისგებაში მისცებენ, ხოლო თუ დამნაშავე მათ რიგებშია და მათს საქმეს აკეთებს, ხელს დააფარებენ. ეს არის სააკაშვილის სამართალი, რომელიც ამათ დაამკვიდრეს, მაგრამ ამის დასასრული ძალიან მალე მოვა.

როდესაც მაია მიმინოშვილი სამსახურიდან დაითხოვესმას იმ დღესვე შეხვდა ბიძინა ივანიშვილიამის შემდეგ ჩვენ მოწმენი გავხდითიმისარომ ბეჟან ხურციძემ მოისურვა „ქართულ ოცნებაში“ შესვლაყველაფერი ეს გარკვეულ პარალელებს ავლებს იმ პერიოდთან,როდესაც ბადრი პატარკაციშვილის გარშემო საკმაოდ ოდიოზური ფიგურები შეიკრიბნენგამოდისრომ ვინც კი ხელისუფლებასგანუდგებაყველასთვის „ქართული ოცნების“ კარი ღიაა?

- არა, ასე ნამდვილად არ არის. „ქართული ოცნებისთვის“ ის ნამდვილად არ არის მთავარი, რომ ადამიანი იყო ნაციონალების მოწინააღმდეგე და ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქნება ჩვენთან. ასე არ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ადამიანის წარსული, ღირსება, წესიერება, პოზიცია და ა.შ. მარტო იმ ნიშნით, რომ ვიღაცას „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონს, ნებისმიერ ადამიანს ნამდვილად ვერ მივიღებთ. ჩვენთან რომ ადამიანი მოვიდეს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საზოგადოების ნდობა და უნდა შეეძლოს, თავისი საქმიანობით „ქართულ ოცნებაში“ ხელი შეუწყოს იმ მიზნების და პროგრამების განხორციელებას, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს.

შეიძლება ჩვენთან ყოფნის სურვილი ბევრმა გამოთქვას, მაგრამ ჩვენ გავაღოთ კარი და ყველა მივიღოთ, ასე არ გამოვა. ამას ბეჟან ხურციძის მისამართით არ ვამბობ, უბრალოდ ზოგადად ჩვენი მიდგომის შესახებ ვსაუბრობ.

ქალბატონო მანანა “Freedom House” ამერიკის სახელმწიფო მდივანსჰილარი კლინტონს მოუწოდებს კავკასიაში სტუმრობისასაქადამიანის უფლებებით დაინტერესდესასევე კამპანია „ეს შენ გეხება“- წევრებმა ჰილარი კლინტონს მიმართესრომ მათ მიერპარლამენტში შეტანილი კანონპროექტით დაინტერესდესთქვენ, „ქართულ ოცნებას“ როგორი მოლოდინი გაქვთ კლინტონისსაქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით?

- ზოგადად „Freedom House” არის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ორგანიზაცია. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ობიექტურობით, იგივე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული ანგარიშების თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებით მათი დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მიერ მიწოდებულ ანგარიშებს ძალიან კარგად იცნობს ამერიკის მთავრობა და ეს ორგანიზაცია ზოგადად მთელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, არის მათთვის ინფორმაციის წყარო.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „Freedom House“ მხარს უჭერს დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ხშირ შემთხვევაში, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს ხოლმე. ეს ეხება დემოკრატიის ხარისხს, სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ორგანიზაცია რა ინფორმაციას მიაწვდის ამ შემთვევაში ქალბატონ კლინტონს.

რაც შეეხება თავად ვიზიტს, რა თქმა უნდა, ქალბატონი კლინტონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ინფორმაციებზე, რასაც იგი საქართველოდან მიიღებს, ძალიან მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამერიკის საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომი სტრატეგია. რა თქმა უნდა, ცნობილია, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, როგორც ქვეყანას, მხარს უჭერენ დემოკრატიულ პროცესებს და დემოკრატიის განვითარებას, და არა რომელიმე პარტიას (სახელისუფლებო, ან ოპოზიციურს). ისინი მხარს უჭერენ სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას. ამიტომ, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დარწმუნებული ვარ, მისგან მთავარი მესიჯი სწორედ ეს იქნება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ოქტომბრის არჩევნები და ამ არჩევნებში ხელისუფელბის პოზიცია, ანუ რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ამერიკის მთავრობის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ის არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დაცვა.