ძველ თბილისში 2 ჰა მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიისათვის იჯარით გადაცემის საკითხი დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა

ძველ თბილისში 2 ჰა მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიისათვის იჯარით გადაცემის საკითხი დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგიტყემალაძე აცხადებს, რომ ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე 2 ჰექტრამდე მიწისნაკვეთის კერძო კომპანიისათვის  იჯარით გადაცემა არ იგეგმება  და  დღის წესრიგში არც არასოდეს მდგარა.  განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსდეპუტატმა საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრების მიერგავრცელებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

„ვურჩევდი კარგად წაიკითხონ და შეისწავლონ  ის წინადადებები  და  საკითხები, რომლებიცსაკრებულოში 1 ნოემბერს განხილული და დამტკიცებულია, მათ შორის საკრებულოსოპოზიციური ფრაქციის მიერ. ავღნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დღევანდელიბრიფინგის ერთ-ერთმა ავტორმა სევდია უგრეხელიძემაც დაუჭირა.

განვმარტავ, რომ   საუბარია მთლიანობაში  6 კვადრატულ მეტრზე, რომელთაგან თითო-თითო კვ.მ განკუთვნილია  დაკიდული ბაღებისთვის და რომლებიც  პირდაპირი იჯარითნამდვილად გადაეცა აღნიშნულ კომპანიას.

2 ჰა მიწის ნაკვეთზე   არასდროს ყოფილა იჯარით გადაცემის თხოვნა და მით უფრო ამისგანხილვა.  მეტსაც გეტყვით, ეს  6 კვადრატული მეტრი  მერიამ და საკრებულომ  კომპანიასგადასცა ვალდებულებით  განახორციელოს 450 000 ლარის ინვესტიცია  და კეთილმოაწყოსაღნიშნული მიწის ნაკვეთი“, - განმარტა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ მისთვისგაუგებარია თუ რისთვის დასჭირდათ ოპოზიციონერ კოლეგებს  დეზინფორმაციისგავრცელება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.

შეგახსენებთ, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ  კერძო კომპანიისთვის ძველი თბილისის ნაწილის იჯარით გადაცემა იგეგმება საკრებულოს  ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააკეთეს.