გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ აბულფას გარაევს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ აბულფას გარაევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ აბულფას გარაევს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად, მნიშვნელოვანი კულტურული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც კიდევ უფრო ვითარდება.   

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, თბილისში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ფორუმის - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის” ფარგლებში განსახილველ თემებს, რომელთა შორისაა - განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები და ა.შ. შეხვედრისას, ასევე დადებითად შეფასდა ტურისტების ზრდის დინამიკა.