სახლისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა ერთ ონლაინ მაღაზიაში

სახლისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა ერთ ონლაინ მაღაზიაში

ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge სახლისთვის საჭირო ყველა სახის თანამედროვე ტექნიკის ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ: სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, გამწოვი, მტვერსასრუტი, საკერავი მანქანა, უთო, ტელევიზორი და სხვა. მოკლედ ნებისმიერი ოჯახისთვის საჭირო ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ერთ ონლაინ მაღაზიაში.

deals.ge-ს კონკურენტებისგან გამოარჩევს მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების პირობები, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და ხელმისაწვდომი ფასები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომსახურება მოქნილი და ეფექტური მიწოდების სერვისია, რომელიც თბილისის მასშტაბით უფასოა, ხოლო რეგიონებში მიწოდების ღირებულება განისაზღვრება ნივთის წონის, ზომისა და მიწოდების ადგილის მიხედვით. ნივთის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ კურიერთან, ნივთის ჩაბარების შემდეგ.

პროდუქციის შესაძენად deals.ge სხვადასხვა სახის უმარტივეს პროცედურას გთავაზობთ: ონლაინ შეძენა (პლასტიკური ბარათით,  ბალანსით გადახდა და სხვა), ვებგვერდზე ანგარიშსწორებით შეძენა (შესაძლებელია რეგიონებიდანაც. ამ შემთხვევაში, სასურველია, დაგვირეკოთ და ოპერატორთან წინასწარ შეათანხმოთ პროდუქტის წონა და ტრანსპორტირების ღირებულება), სატელეფონო შეკვეთით შეძენა (ტელეფონის ნომერზე 032 422 333), სწრაფი შეკვეთა (ონლაინ, პროდუქტის გვერდიდან), ონლაინ განვადებით შეძენა.

ონლაინ განვადებით შეძენა შეგიძლიათ ლიბერთი ბანკის და რესპუბლიკა ბანკის ონლაინ განვადების მეშვეობით, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ deals.ge-ს შიდა განვადების სისტემითაც.

საიტზე ასევე შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისის ონლაინ განვადებით სარგებლობა.

რაც შეეხება შიდა განვადებას, ამ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ.