ბრიუსელში პრემიერის ვიზიტმა მყისიერი ნაყოფი გამოიღო, რადგან შეჩერების მექანიზმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია

ბრიუსელში პრემიერის ვიზიტმა მყისიერი ნაყოფი გამოიღო, რადგან შეჩერების მექანიზმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია

პრემიერის ვიზიტმა, დელეგაციასთან ერთად, მე მგონი, მყისიერი ნაყოფი გამოიღო, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილება შეჩერების მექანიზმის თაობაზე მიღებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.

დოლიძის თქმით, ახლა დარჩენილია კენჭისყრა ევროპარლამენტში, რასაც „მცირე პროცედურული ნაწილი“ მოყვება კომისიაში.

"წლის დასაწყისიდან, პრაქტიკულად, როგორც ვვარაუდობდით, ხდება უვიზო რეჟიმის დაწესება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამიტომ, უკვე შესაძლებელია, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცოთ სერიოზული ნაბიჯი, რომელიც დღეს გადაიდგა და იმედი მაქვს, მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე, უკვე ბოლო ვერდიქტი იქნება ევროპარლამენტის მიერ გამოტანილი",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.