გულია გოცირიძემ გლდანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გულია გოცირიძემ გლდანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა გულია გოცირიძემ, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. მოსახლეობის პრობლემების გაცნობის შემდეგ, მათ უმოკლეს დროში გადასაწყვეტად მომზადდა შუამდგომლობები შესაბამის უწყებებში გადასაგზავნად.

გარდა აღნიშნული შეხვედრებისა, დეპუტატი გლდანის ლუწ მიკრო რაიონებში, ოთხ მისამართზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. დეპუტატმა გულია გოცირიძემ და გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან ნაროუშვილმა რაიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

დეპუტატმა მეგზევეებთან ერთად ასფალტის გაშლაში მიიღო მონაწილეობა, -,,ბედნიერი ვარ ჩემი რაიონის კეთილმოწყობასა და გალამაზებაში წვლილის შეტანით. ფიზიკურად მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის. ჩემს ეზო კარ-მიდამოს თავად ვუვლი. ხშირად ჩავდივარ სვანეთსა და რაჭაში, საიდანაც მე და ჩემი მეუღლე ვართ წარმოშობით და მიწაზე ვმუშაობ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამ საქმეშიც მამაკაცებს ტოლს არ დავუდებ. გონებრივი თუ ფიზიკური აქტივობა, ჩემი სიცოცხლის წყაროა“. - განაცხადა დეპუტატმა.