თბილისის საკრებულოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში გრძელდება

თბილისის საკრებულოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში გრძელდება

თბილისის საკრებულოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში გრძელდება. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტში პოლონურ-ქართული მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს მალგორჟატა გორშევსკას შეხვდნენ.

როგორც მასპინძლებმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნეს,   პოლონეთი მეგობარ საქართველოსთან  ურთიერთობების ნებისმიერ დონეზე გაგრძელებისთვის  ყოველთვის მზადაა.

სეიმში გამართულ შეხვედრაზე  ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გარღმავებასა  და თბილისთან დამეგობრებული ქალაქ ვარშავის მერიასთან ურთიერთობის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საელჩოს წარმომადგენელი ნატალია თოფჩიშვილიც ესწრებოდნენ. დღესვე ქართული დელეგაცია ვარშავის უნივერსიტეტში პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას მხარდაჭერით გამართულ შოთა რუსთაველის 850 საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილ მეთხუთმეტე ქართველოლოგიურ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისასალმებელი წერილი წაიკითხეს.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია პოლონეტში ოფიციალური ვიზიტით 5 დეკემბერს გაემგზავრნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ   ოფიციალური შეხვედრები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ქალაქ ვარშავის მუნიციპალიტეტის ვიცე - მერთან, ასევე  საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან გამართეს.