ევროპარლამენტის მომლაპარაკებლებმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს

ევროპარლამენტის მომლაპარაკებლებმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას შესანიშნავ სამუშაოს უწოდებს. ამის შესახებ მარტინ შულცი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

"ჩვენ საბლოოდ მივაღწიეთ საბჭოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას. ევროპარლამენტის მომლაპარაკებლებმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს",  -წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

შეჩერების მექანიზმზე კომპრომისულ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 7 დეკემბრის გვიან საღამოს მიაღწიეს.

შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ მომავალ კვირას უყრიან კენჭს.