საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა - LIBE-ს კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა - LIBE-ს კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის 37 წევრმა დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა.

შეჩერების მექანიზმზე კომპრომისულ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 7 დეკემბრის გვიან საღამოს მიაღწიეს.

შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

LIBE-ს კომიტეტში  შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ სავარაუდოდ ცნობილი გახდება პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრის თარიღიც.