საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობას მომავალ კვირაში დავიწყებთ

საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობას მომავალ კვირაში დავიწყებთ

საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობას მომავალ კვირაში დავიწყებთ, -ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტის წევრი მარია გაბრიელი "ტვიტერზე" წერს.

ამასთან, მარია გაბრიელი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებები შეყოვნების გარეშე დაიწყოს.

"ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ძალიან კარგი ამბავია. მომავალ კვირაში  დავიწყებთ ტრიალოგს საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე", - წერს მარია გაბრიელი.