საქართველო ევროპაა და ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის

საქართველო ევროპაა და ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს მხარს უჭერენ, მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, მათ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებსათან დაკავშირებით აცხადებს.

ჯანელიძის თქმით, საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას, ამ გზაზე საქართველოს ყველა მოქალაქეს კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება.

"დიდი მადლობა ყველას ვინც ამისთვის იშრომა საქართველოში და ევროკავშირში. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან. საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასე თანამიმდევრულად განვაგრძობთ მუშაობას.საქართველო ევროპაა და თანდათან ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი  მოქალაქეებისთვის"- აცხადებს ჯანელიძე.