მანფრედ ვებერი:   ევროპა ასრულებს დანაპირებს

მანფრედ ვებერი: ევროპა ასრულებს დანაპირებს

ევროპა ასრულებს დანაპირებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფში შემავალი ევროპარლამენტის წევრი მანფრედ ვებერი შეჩერების მექანიზმის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

ვებერი ხაზს უსვამს, რომ ამის შემდეგ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი გახდება.

„შეჩერების მექანიზმის შესახებ მიღწეული შეთანხმება დიდი წარმატებაა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფისთვის. საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლა ახლა შესაძლებელია. ევროპა ასრულებს დანაპირებს“, - წერს მანფრედ ვებერი.