ევროპარლამენტის პლენარულ სესიზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ მომავალ კვირაში უყრიან კენჭს.
ამის შესახებ LIBE- ს კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ მორაესი "ტვიტერზე" წერს.
ევროპარლამენტის წევრი აღნიშნავს, რომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის შეთანხმებას შეჩერების მექანიზმზე.