იანოშ ჰერმანი:   საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას

იანოშ ჰერმანი: საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას

საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. „ეს პროცესი გრძელდება. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს პროცესი წინ წავწიოთ. საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.