კახა კალაძე შს მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

კახა კალაძე შს მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

კალაძის თქმით, მას აქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა, ვინაიდან არის ენერგეტიკის მინისტრი.

შესაბამისად, კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ შესაძლია მისი დანიშვნა შს მინისტრად მოხდეს.

„ენერგეტიკაში მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დაანონსებულია. ეს არის ჰიდრო, თბოელექტროსადგურების, ქარის სადგურების პროექტების განვითარება და ასევე ინფრასტრუქტურის შექმნა“, - განაცხადა კალაძემ.