ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი,- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარე დათვლების მიხედვით, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი.
„ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. ეს თქვენ იცით არის მარეგულირებელი კომისიის, სემეკის პრეროგატივა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ დათვლებს. შემიძლია დღევანდელი გადმოსახედიდან გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი“, -განაცხადა კახი კალაძემ.