ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს თამარ ხულორდავას ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე დოლიძე ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო კენჭისყრის პროცედურა დიდი ხნით არ გადაიწევს.
„თუ არ ვცდები მომავალ კვირას სტრასბურგში ევროპარლამენტის სესია გაიმართება, სადაც შესაძლებელი გახდება საბოლოო კენჭისყრა. ნათელია, რომ ვართ დასკვნით ეტაპზე, დაახლოებით წლის დასაწყისიდან ჩვენი თანამოქალაქეების შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას ველოდები“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ევროტანგერაციის საკითხებში.