"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთის 70-ე ოლქში, ირაკლი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
კანდიდატი არჩევანის დასაფიქსირებლად, ფოთის 70-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბანზე 11 საათზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"ყველას აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება" , - განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.
თავად კანდიდატმა ხმა მომავალ კეთილდღეობას მისცა.