„სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრების ბრძოლის ავანგარდში სწორედ სამეგრელო იქნება“

„სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრების ბრძოლის ავანგარდში სწორედ სამეგრელო იქნება“

კახა მიქაია  27 მარტს „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდელი მხარდამჭერის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლოს შენობასთან წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული კახა მიქაია საკუთარ დაკავებას გასულიწლის ოქტომბრის თვიდან პრესით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებდასადაც  იგი სამეგრელოშინებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ მოქმედი ბანდფორმირებების არსებობას ამხელდა. რა ვითარებაა დღესდღეობით სამეგრელოში, რა შეიცვლება ირაკლი ალასანიას ამ კუთხეში გადასვლის შემდეგ და მისცემს თუ არა ალასანია საკუთარი უშიშრობის პირად მაგალითს იქაურ ამომრჩეველს?! ამის შესახებ Presage.tv-ს კახა მიქაია ესაუბრა. 

კორტებთან ჩაცხრილული ბიჭების გასახსენებლად გამართულ აქციას თქვენც შეუერთდით და სამეგრელოდან ჩამობრძანდითიყო იქხალხის ის რაოდენობარაც უნდა გამოდიოდეს მსგავს აქციებზე?

- პირდაპირ მინდა გითხრათ, სამწუხაროდ, ხალხის ის რაოდენობა არ ყოფილა, რაც ასეთ აქციებს შეშვენის, მაგრამ იმედი მაქვს, თანადათან გაძლიერდება პროტესტი, რადგან ხელისუფლების თავნებობას საზღვარი არ აქვს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მოვუწოდებ ყველას, მთელ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, დაიწყოს საზოგადოების მობილიზაცია და კონსოლიდაცია, რათა არჩევნებით გავისტუმროთ სააკაშვილის ხელისუფლება.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, საპროტესტო მუხტი გასაძლიერებელია და დღეს უკვე არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა. სწორედ  ხელისუფლების ამ ალტერნატივამ - „ქართული ოცნების“ კოალიციამ,  საზოგადოების გაერთიანება საკუთარ თავზე უნდა აიღოს. დარწმუნებული ვარ, კონსოლიდაციის გარეშე, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციის, ერთობის გარეშე სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრება ძალიან ძნელი იქნება.

თავად ბიძინა ივანიშვილმა წყალგამყოფი გაავლო პოლიტიკურ პარტიებს შორისაქედან გამომდინარეროგორ გგონიათგადახედავსიგი საკუთარ სტრატეგიას და შესაძლოაგაერთიანდეს მთლიანი ოპოზიციური სპექტრი?

- ჩემი პასუხი ამაზე ერთადერთია. წყალგამყოფი უნდა არსებობდეს მხოლოდ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. თუ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია მოახერხებს მეორე მხარეს დარჩენილი საზოგადოების გაერთიანებას, ხელისუფლება მარტო დარჩება და იძულებული გახდება, წავიდეს ხელისუფლებიდან.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ხომ აქვს უფლებათავად აირჩიოს პარტნიორებივისაც ენდობა?

- კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილს ყველაფრის უფლება აქვს. რა თქმა უნდა, მისი უფლებაა, წყალგამყოფი გადოს, სადაც უნდა იქ, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთობის გარეშე, სააკაშვილის გასტუმრება გაძნელდება. თორემ, წყალგამყოფის გადება ყველას შეუძლია.

მას უნდათავის გვერდით დაიყენოს „სახალხო კრების“, „ქართული აკადემიის“ წევრებიერთი შეხედვითპოლიტიკაში გაუსვრელიადამიანები და არა - ყოფილი პოლიტიკოსებირომელთა მიმართაც საზოგადოებას ერთხელ უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვსამისუფლებაცალბათბიძინა ივანიშვილს აქვს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ რა იქნება შედეგი? ეს არის მთავარი. პირველ რიგში, დღევანდელი ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების ამოცანა და მიზანი ამ მოძალადე ხელისუფლების გასტუმრება უნდა იყოს.

სამეგრელოში შექმნილ სიტუაციასაც შევეხოთთქვენ იქაური მკვიდრი ბრძანდებით და იცით მშობლიური მხარის მოვლენებითქვენიმხრიდანაც არაერთგზის გაკეთებულა განცხადება იმის შესახებრაც ირაკლი ალასანიამაც გააჟღერადღეს რა რეალობაა სამეგრელოში?ის მამაკაცებირომლებიც ერთ სახლში არიან შეხიზნულნი და ცალკეულ დანაყოფებს წარმოადგენენისევ საეჭვოდ მოქმედებენამყველაფრის ფონზესამეგრელოს მკვიდრნი სახელისუფლო ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარში რატომ უარყოფენ სამეგრელოშიბანდფორმირებების არსებობასნუთუ ყველა მათგანს შიში მორევია?

- დიახ, ამის პასუხი არის შიში. ყველამ ყველაფერი იცის. შვიდი თვის წინ დავიწყე ამის გაჟღერება. ის კადრები, რომლებიც თქვენ ინტერნეტითა და ტელევიზიით ნახეთ და ის სახლები, ჩემი სახლის ირგვლივაა განლაგებული. აქ დასამალი არაფერი არაა, უბრალოდ, ვერავინ ვერ გაბედა ამის ხმამაღლა თქმა, ვერავინ გაბედა მისვლა და გადაღება, თორემ, ეს დამალული არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ მოახდინა ამ თემის აქტუალიზაცია (რასაც მე მივესალმები), ხელისუფლებამ ამ დაჯგუფების გადაადგილება განახორციელა, უბრალოდ, შეუცვალა ადგილი, თორემ არავის არაფერი დაუშლია, ისინი სამეგრელოში ისევ არსებობენ. ამიტომ კვლავაც ვიმეორებ, არსებულ ყველა პრობლემას - სამეგრელოში, თბილისში თუ მთელ  საქართველოში, გადაწყვეტს ერთი რამ - ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა.

პირადად თქვენ მსგავს განცხადებებს ხშირად აკეთებთ და შიშის ფაქტორი დაძლეული გაქვთმაგრამროცა აცხადებთრომ ესდაჯგუფებები ჩემი სახლის გვერდით იყვნენოარ გეშინოდათთუნდაც თქვენი ოჯახიდან გამომდინარე?

- საკუთარ თავზე მიჭირს რაიმის თქმა, მაგრამ მე პირველი ვიყავი, რომელმაც ამის შესახებ განაცხადა. რომ შემშინებოდა, ცხადია, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ აქ ჩემზე არაა საუბარი, აუცილებელია ამ შიშის გატეხვა. არჩევნებზე რომ ვლაპარაკობთ, შეშინებული კაცის არჩევანი არჩევანია?!

თქვენც ადასტურებთრომ ბანდფორმირებებს არჩევნებისთვის გამოიყენებენ?

- ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და სრული კატეგორიულობით ვამბობ, რომ ეს ბანდფორმირებები, ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ შექმნილი კრიმინალური დაჯგუფებები, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებისთვის გამოიყენება, იმისთვის, რომ არჩევნებში დამარცხებულმა სააკაშვილმა ბანდფორმირებები საკუთარი საზოგადოებისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ მიმართოს. მხოლოდ ამ მიზნით არიან შექმნილნი.

თუკი ხალხი ასე დაშინებულიამაშინ ირაკლი ალასანიას სამეგრელოში ჩასვლა როგორ გადატეხავს სიტუაციას?

- ირაკლი ალასანიას სამეგრელოში ჩასვლას პოზიტიურად ვაფასებ, მივესალმე კიდეც ამ ფაქტს. ეს მისთვისაც სარისკოა, მაგრამ რისკის გარეშე არაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი სწორუპოვარი, მტკიცე იქნება, არ დაიხევს უკან და საკუთარი უშიშრობის პირად მაგალითსაც მისცემს იქაურ ამომრჩეველს. ეს არის ყველაზე მთავარი. და არა მხოლოდ ირაკლი, რაც უფრო მეტი ლიდერი ჩამოვა სამეგრელოში, რაც უფრო მეტად გაამხნევებს სამეგრელოს (სამწუხაროდ, ეს რეალობაა), მაგრამ რაც უფრო მეტად იგრძნობს ამომრჩეველი ოპოზიციის ზურგს და ძალას, მით უფრო მალე გატყდება შიში.

ამის რესურსი არის სამეგრელოშიიქნებისე დაშინებულნი არიან ადამიანებირომ ამას აზრი არც ჰქონდეს?

- სამეგრელოში იმხელა შინაგანი პროტესტია, რომელსაც ჯერჯერობით რეალიზება არ მოჰყოლია, რომ თქვენ ნახავთ, თუ სამეგრელოში შიში გატყდება, სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრების ბრძოლის ავანგარდში სწორედ სამეგრელო იქნება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება.

გალში ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ხელისუფლებამ ირაკლი ალასანია დაადანაშაულა.

- ეს სასაცილოა. თავად იმ ბანდფორმირებებში, იმდენი „ფეესბეშნიკი“ და „ფეესბეს“ აგენტია და იმდენად არის დასერილი იქ „ფეესბეთი“ საზღვარი, რომ ალასანიას დააბრალო ის, რასაც შენ აკეთებ, უბრალოდ, სასაცილოა და ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი თავხედობაა. ალასანია ძალიან სწორად მოიქცა, როდესაც ეს სია ხელისუფლებას გადასცა და თავად ხელისუფლებამ გამოამზიურა ყოველივე ეს. ამიტომ ხელისუფლებამ საკუთარ თავს დააბრალოს, რაც ახლა მოხდა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.