გია ბურჯანაძე: მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სამარცხვინოდ ითვლება

გია ბურჯანაძე: მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სამარცხვინოდ ითვლება

სახალხო კრების წევრი, მსახიობი გია ბურჯანაძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგისთვის 26 მაისი გლოვის დღეა, ზოგისთვის კი - ორდენების მიღების.

26-27 მაისს „ქართული ოცნების“ მხრიდან დაანონსებულ აქციას „სახალხო კრების“ წევრებისგადაწყვეტილება მოჰყვა და მათ გააუქმეს დაგეგმილი აქცია. „ქართულ ოცნებასთან“ ერთადერთობლივად ხომ არ გინდოდათ აქციის ჩატარება?

- „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ აქციის გამართვას სტადიონზე აპირებდნენ. იმისთვის, რომ ხალხის აზრი არ გაყოფილიყო და გაუგებრობა არ მომხდარიყო, ჩვენ გავაუქმეთ 26 მაისის აქცია, მაგრამ პარაკლისს მაინც გადავუხდით გარდაცვლილებს.

ამას მოჰყვა ნინო ბურჯანაძის განცხადებარომ „ქართული ოცნების“ მხრიდან 26 მაისს აქციის გამართვარბილად რომ ვთქვათ,არაკორექტული იყოამდენადთქვენი მხრიდან აქციის გაერთიანების სურვილი არსებობდა?

- მათ იცოდნენ, რომ აქციას ვგეგმავდით და ან კოორდინაცია უნდა ყოფილიყო, ან სხვა რამ. ელემენტარულად, როდესაც იცი, რომ რაღაცას ვაკეთებთ ჩვენც და შენც იმავეს აპირებ, შეეძლოთ, ეთქვათ და ჩვენ იქნებ, მანამდე მოგვეხსნა და წავსულიყავით მათ ნებაზე, ან პირიქით.

თუმცაალბათ დამეთანხმებითრომ 26 მაისთან დაკავშირებით მხოლოდ „სახალხო კრება“ და ნინო ბურჯანაძე უფლებამოსილნი არარიანგამართონ აქცია და სხვასაც შეუძლიათუნდაც მომდევნო დღესსაზოგადოებას მოუხმოს.

- რა თქმა უნდა, ყველას აქვს ამის უფლება. განა, ხელისუფლება არ მართავს აღლუმს ქუთაისში და ჩვენ ხომ ამას არ გვითანხმებს?! მათ უხარიათ, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ, რაც შარშან მოხდა, ტრაგიკული დღე იყო და 26-ში ამ დღის ერთი წლისთავია. მართალია,  ხელისუფლებას უხარია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა ამ ტრაგიკული დღის აღნიშვნა. ვისთვის ეს დღე გლოვის დღეა, ვის კი - უხარია და ორდენებს არიგებს.

ერთი თვის წინ ლუკა კურტანიძე აცხადებდარომ შეეცდებოდამოლაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილს დაიქნებსაერთო აქციადაეგეგმათრატომ არ მოხერხდა შეთანხმება?

- ეს ლუკას ჰკითხეთ, არ ვიცი.

როგორ შეაფასებთ ნინო ბურჯანაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებასროცა ბიძინა ივანიშვილმა იგი რეალურ ოპოზიციურ ძალადარ მიიჩნია?

- მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა საქართველოში  სამარცხვინოდ და დანაშულად ითვლება. ეს კარგი არის. მაგრამ, თუ ვინმე მარსიდან ჩამოსვლას დაგაბრალებთ, უნდა დაასაბუთოს კიდეც. 

თავის დროზე ნინო ბურჯანაძე ამ ხელისუფლებაში კარგა ხანს იყოშესაძლოაბიძინა ივანიშვილსაც აქვს რაღაც საფუძველიუბრალოდ,ხომ არ გააკეთებდა ასეთ განცხადებასასევეშალვა ნათელაშვილთან მიმართებითაც გამოხატა საკუთარი აზრი და იგიც არარეალუროპოზიციად მოიხსენია.

- როცა მსგავს ბრალდებას უყენებენ ვინმეს, მაშინ უნდა დასაბუთონ, რაში გამოიხატება თანამშრომლობა. როდესაც მთელი საზოგადოება იძახის, რომ ქდმ-ს პარტია ხელისუფლების პროექტია, საზოგადოება ამას ამტკიცებს კიდეც, იმიტომ, რომ ხელმოსაჭიდი უამრავი მასალაა ამასთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძე ხშირად იმყოფებოდა რუსეთშიიქნებესეც გასათვალისწინებელია,  ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებისთვალსაზრისით ნინო ბურჯანაძისადმი?

- რუსეთში რომ იყო ბურჯანაძე, ეს ჩვენს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ნიშნავს?! ე.ი. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის წარმომადგენელია?

რატომაც არაჩვენი ხელისუფლება რუსეთის წარმომადგენელი რომ იყოსეგ ხომ არ გამოირიცხება?!

-თუ ამბობენ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მარიონეტია, მაშინ ეგეც უნდა დაამტკიცონ, თუნდაც ხელისუფლების მისამართით, მაგის დამტკიცება იოლია... რა ვიცი, აბა.

„სახალხო კრების“ წევრების მიმართ ბიძინა ივანიშვილმა პატივისცემა გამოხატათუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ნინო ბურჯანაძის მიმართ.ივანიშვილთან თქვენი შეხვედრიდან უკვე საკმაო დრო გავიდა და ამ გადასახედიდან ხომ არ ფიქრობთრომ თქვენს შორისკოორდინაცია უნდა მოხერხდესთუ „სახალხო კრება“ ნინო ბურჯანაძის გარეშე არ აპირებს ივანიშვილთან თანამშრომლობას?

- იცით, რაშია საქმე? მოდით, იქიდან დავიწყოთ, რას თვლის მნიშვნელოვნად თითოეული ჩვენგანი სამშობლოს საკეთილდღეოდ? აქედან გამომდინარე, ვიტყვი, რომ „სახალხო კრებამ“ ნინო ბურჯანაძესთან ერთად გაიარა ის გზა, რაც გავიარეთ და, მე მგონი, ამ კრებას ცუდი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. პირიქით, საქართველოსთვის თავდადებული ხალხია. მეორე მომენტიცაა, 12 მარტის „სახალხო კრების“ განცხადება გადაიკითხეთ და აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა.

იქნებთქვენ დაგვიკონკრეტოთ?

- „სახალხო კრების“ 12 მარტის  განცხადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქართულ პოლიტიკაში. მსგავსი განცხადება ქართულ პოლიტიკაში ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომისმენია - პარტიები უარს ამბობენ ყველანაირ პარტიულ ადგილებზე, სიებზე, ქვოტებზე, არც მაჟორიტარი, არც თანამდებობა, ყველაფერზე უარს ამბობს ეს ხალხი, ოღონდ, ერთად ვიბრძოლოთ. თვითონ პარტიული ხალხი, რომლებიც, წესით, უნდა ისწრაფოდნენ ხელისუფლებაში მოსვლაზე, უარს ამბობს პარტიული ადგილების დაკავებაზე. ოღონდ ვიბრძოლოთ ერთად, ერთიან ფრონტში. ამიხსენით ახლა, ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს, მოდით, ერთად ვებრძოლოთ დამნაშავე ხელისუფლებას, ვისაც დამნაშავე ხელისუფლებასთან ერთობლივად ბრძოლა არ უნდა, ახლა მას რა უნდა ველაპარაკო?

მაგრამ თქვენ გამორიცხავთრომ ნინო ბურჯანაძე ისევ ხელისუფლებაში მოსვლას არ მოიწადინებს?

- რატომ უნდა გამოვრიცხოთ? ნინო ბურჯანაძე ამბობდა, რომ მე ახლა არ მოვალ ხელისუფლებაში, ამ არჩევნებში საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ ვიბრძოლებ თქვენთან ერთად და თქვენზე მეტს გავაკეთებ ამ ბრძოლაში. არ მინდა ამ ხელისუფლებაში, თქვენ იყავით ამ ხელისუფლებაში და თქვენ - „ქართული ოცნება“ და დანარჩენი პარტიები ხელისუფლებაში რომ მოხვიდეთ, ამისთვის მე დავიწყებ ბრძოლას. ამის შემდეგ, როდესაც იქნება ნორმალური საარჩევნო გარემო და ნამდვილი არჩევნების ჩატარებას აზრი ექნება, ამის შემდეგ დანიშნონ არჩევნები იმ არჩეულმა ხალხმა, 6 თვის შემდეგ იქნება ეს, თუ 9 თვის შემდეგ და მერე შეებრძოლონ ადამიანები ერთმანეთს იდეებისა და პლატფორმების მიხედვით. ნორმალურ გარემოში ხალხი აირჩევს ღირსეულს.

დარწმუნებული ხართრომ ბურჯანაძეს პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია არ ექნება?

- უცნაურ რამეს მეუბნებით, ნინო ბურჯანაძეს კი არა, გიორგი თარგამაძეს აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია. პრეზიდენტობის ამბიცია აქვს გიორგი თარგამაძეს და ნინო ბურჯანაძეს არ უნდა ჰქონდეს?

ამას იმიტომ გეკითხებითრომ ნინო ბურჯანაძე ერთხელ უკვე იყო ხელისუფლებაში და საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარული არდაუმსახურებია.

- უკაცრავად, მაგრამ რომელმა დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარული? ყველა ნამყოფია ხელისუფლებაში, ბიძინას გარდა. მითხარით ერთი ადამიანი მაინც, ვინც ხელისუფლებაში იყო, რომელიც კარგადაა დახასიათებული.

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული აკადემიის“ წევრებს სწორედ ის მოუწონარომ ისინი არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას.სხვათაშორის, „სახალხო კრებიდან“ წავიდა გოგი ქავთარაძე და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა...

- დაიცათ, ახლა თქვენ მეკითხებით გოგი ქავთარაძეზე და მის მაგივრად მე გიპასუხოთ?

დავამთავრებ აზრსგოგი ქავთარაძის მსგავსად, „სახალხო კრების“ სხვა წევრებიც თანდათან ხომ არ გადავლენ „ქართულ ოცნებაში“?

- პირდაპირ მკითხეთ, რა გაინტერესებთ. ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდათ, ანუ გაინტერსებთ, ჩვენგან ვინმე გადავა კოალიციაში? ან მე ვაპირებ თუ არა გადასვლას?

გოგი ქავთარაძის მაგალითი იმიტომ მოვიყვანერომ მაინტერსებს თქვენიდან ვინმე თუ შეუერთდება „ქართულ ოცნებას“.

- გოგი ქავთარაძე როდის გავიდა „სახალხო კრებიდან“? ბიძინას საერთოდ ჰქონდა განცხადება გაკეთებული? „სახალხო კრებაში“ იყო გუბაზ სანიკიძეც, რომელიც ახლა კოალიციაშია, მაგრამ როდის გავიდა გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა „სახალხო კრებიდან“? მე თუ მეკითხებით, მე არსად წამსვლელი არ ვარ. ეს გაინტერესებთ? თუ სხვა რამ გაინტერესებთ, მკითხეთ. 

პირდაპირ გკითხეთრაც მაინტერესებდაამ კუთხითაც დაგისვამთ შეკითხვასიმ ფონზეროცა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგქვეყანაში ასეთი ძვრები მიმდინარეობსხომ არ ფიქრობთრომ შესაძლებელიანინო ბურჯანაძემ დათმოს პოზიცია და „სახალხოკრების“ წევრები ივანიშვილთან ერთად იყოთრადგან ბიძინა ივანიშვილისთვის ფასეულია ის ადამიანებირომლებიც პოლიტიკაშიმოსასვლელად არ იბრძვიან.

- დაიცათ, ნინო ბურჯანაძემ რა ქნას მაგ შემთხვევაში?

დათმოს პოზიციარომ მის გარეშე გაერთიანდეთ კოალიციაში.

- რას ჰქვია მის გარეშე?

ნინო ბურჯანაძის გარეშე.

- რატომ?

როცა ქვეყანა გადარჩენას მოითხოვსხომ შეიძლებაასეთ კომპრომისზე წავიდეს ისეთი პოლიტიკოსიროგორიც ნინო ბურჯანაძეა,როგორც თქვენ აღნიშნეთ.

- კი, მაგრამ, ამიხსენით, ნინომ რა უნდა დათმოს?

საინტერესოა, „სახალხო კრების“ წევრები შეელეოდით ნინო ბურჯანაძესროდესაც...

- რას ჰქვია შეველევით, ამიხსენით, ხალხო, შეელიონ „სახალხო კრების“ წევრები ბურჯანაძეს და გადავიდნენ კოალიციაში? რატომ, ნინო ბურჯანაძე დამნაშავეა? საქართველოს წინააღმდეგ წავიდა რამეში?!

როდესაც ქვეყანა გადასარჩენიაამ კომპრომისზე წასვლას გამორიცხავთ?

- როდესაც ქვეყანა გადასარჩენია, „სახალხო კრებამ“ ისეთი განცხადება გააკეთა, რაც პოლიტიკურ სივრცეში არავის გაუკეთებია. ჩვენ გადავდივართ უკანა მხარეს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც  ჩვენთან არიან, არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ვიბრძოლებთ, და სხვებზე უფრო მეტად ვიბრძოლებთ, ოღონდ საქართველო გადარჩეს.  

ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ გააქტიურებას როგორ შეაფასებთბიძინა ივანიშვილი აცხადებსრომ...

- მითხარით, ეგებ, მე გამომრჩა? რომელ გააქტიურებაზე მეუბნებით?

თუნდაც პარტიის ჩამოყალიბებაან კიდევრეგიონებში გასვლა.

- პარტიის დაარსება და რეგიონებში გასვლა გააქტიურებას ნიშნავს?
რატომაც არაბატონო გიავეღარ გავიგეთქვენ ჩემზე ხართ გაბრაზებულითუ ბატონ ბიძინაზე?!

- არ ვარ გაბრაზებული, თქვენ მეუბნებით ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე და, ეგებ, გამომრჩა რამე?! პარტია არ უნდა დაეარსებინა ბიძინას?

თქვენგან მოველი პასუხს და თქვენ კი მე მეკითხებით?

- მაშინ თქვენ არ უნდა მითხრათ გააქტიურებასთან დაკავშირებით, პარტია რომ დააარსა, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. პარტიას რომ აარსებს, ეს მარტო თბილისის პარტია არის? რეგიონებში არ უნდა იყოს ეს პარტია? 

ბიძინა ივანიშვილი აცხადებსრომ ივნისში გააქტიურდება და მოვლენები რადიკალურად შეიცვლება.

- ჩემო კარგო, მაშინ, როდესაც ეს მოხდება, მაშინ მკითხეთ. რასაც თქვენ მეუბნებით, რომ ივნისში რადიკალურად შეიცვლება მოვლენები, ეს ჯერ განცხადების დონეზეა, როდესაც ამ განცხადებასთან ადექვატური ქმედებები იქნება, მაშინ დამისვით ეგ შეკითხვა.

ამ ეტაპზე არ მოელითრომ პროცესები ივნისში რადიკალურად შეიცვლება?

- მე ისიც ვიცი, რომ 2012 წლის მერე არ უნდა იყოს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. ე.ი. 2/3-ით უნდა შევიდეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში. ამაზე გინდათ, კომენტარი გავაკეთო?

ამაზე არამე ივნისის შესახებ გკითხეთდა თუ გნებავთმაგაზეც პასუხი გაგვეცით.

- ივნისი და სექტემბერი რამ გაყო? როცა იქნება რამე, მაშინ უნდა მკითხოთ. გააქტიურება სულ სხვა რამეა, ეს არის პარტიის სტრუქტურების შექმნა.