ასეთი საფრთხე ამ ეტაპზე არ ჩანს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა სირიის მსგავსი მოვლენები განვითარდეს.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები შემაშფოთებელია.
„ვაკონტროლებთ სიტუაციას ამ მიმართულებით და ამ საკითხებზე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზეც ვიმსჯელეთ. ამ ეტაპზე დესტაბილიზაციის რაიმე საფრთხე არ ჩანს. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა საზღვართან მიმართებაში და გვქონდეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.