ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ნიცაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
მინისტრი დაღუპულების ოჯახებს და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტი თითოეული ქვეყნისთვის დარტყმაა.
"სიბნელე და ბოროტება კვლავ უტევს ევროპულ ცივილიზაციას. ნიცაში, ეროვნული დღესასწაულის დროს მომხდარი ტერაქტი არის დარტყმა თითოეული ქვეყნისთვის, თითოეული თავისუფალი ნების ადამიანისთვის. ვუსამძიმრებთ ფრანგ ხალხს, მთავრობას. ვგლოვობთ დაღუპულებს", - წერს ვიცე-პრემიერი.