თინა ხიდაშელი - ვარშავის სამიტზე წევრობას არ ველოდებით, პარტნიორებისგან ველოდებით, რომ საქართველოს დაცულობის ხარისხი გაუმჯობესდეს

თინა ხიდაშელი - ვარშავის სამიტზე წევრობას არ ველოდებით, პარტნიორებისგან ველოდებით, რომ საქართველოს დაცულობის ხარისხი გაუმჯობესდეს

ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან დელეგაციის წევრებს შეხვედრა გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მოსამზადებელი შეხვედრა იყო და დაიგეგმა ის 2 დღე, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ვარშავაში უნდა გაატაროს. ამასთან, ხიდაშელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოს წევრობას არ ელოდება. 
”დელეგაციის წევრებს, ვინც ვარშავაში მივემგზავრებით, გვქონდა მოსამზადებელი შეხვედრა პრეზიდენტთან. მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავადან უფრო დაცული ქვეყანა. ნატოს წევრობა სწორედ ამიტომ გვინდა. ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით და პარტნიორებისგან ველოდებით, რომ ყველა შესაძლებლობა იყოს უფრო მაღალ დონეზე წარმოდგენილი და საქართველოს დაცულობის ხარისხი გაუმჯობესდეს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.