„ქართული ოცნება“ - 46,3% - „ნაციონალური მოძრაობა“ - 23%

„ქართული ოცნება“ - 46,3% - „ნაციონალური მოძრაობა“ - 23%

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა - IPLG, გამოქვეყნა 2012  წლის 2-7 აპრილის კვლევის შედეგები. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

ქ. თბილისში 900 რესპოდენტი გამოიკითხა.

კვლევის ინიციატორების აზრით, მხოლოდ თბილისის მოსახლეობის გამოკითხვა, ფინანსური მხარის გარდა, იმითაა განპირობებული, რომ შედეგები რეალობასთან ახლოსაა იქ, სადაც საინფორმაციო სივრცე შედარებით გახსნილია, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია ალტერნატიული ინფორმაცია და მათი შინაგანი თავისუფლების ხარისხი შეესაბამება ცივილიზებული საზოგადოების წევრთა განწყობას.

ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, გამოყენებული „მეთოდიკა - შემთხვევითი შერჩევის პრინციპი, საშუალებას გვაძლევს შედეგების დასაშვებმა ცდომილებამ არ გადააჭარბოს 2.5-3%-ს. სათანადო რეპრეზენტატულობის უზრუნველსაყოფად გამოკითხვამ მოიცვა 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა თბილისის ყველა უბანში, სქესობრივი, პროფესიული და ასაკობრივი თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინებით“.

კვლევის ინიციატორები ამბობენ, რომ ისინი ბრიფინგისთვის კვლევის შედეგების მოკლე კომენტარით შემოიფარგლენ, რამდენადაც მიიჩნევენ, რომ საზოგადოებას ისინი უნდა მიეწოდებოდეს ახსნა-განმარტებითი და ხშირად ტენდენციური ანალიტიკური ტექსტების გარეშე. მოქალაქეებმა კი თავად უნდა განსაჯონ ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ყველა მახასიათებელი.

გამოკითხულებს მათთვის რჩეული პარტიის რიგითი ნომერი უნდა შემოხაზათ. ამასთან უნდა შემოეხაზათ მხოლოდ ერთი, მათი რჩეული პარტიის რიგითი ნომერი. თბილისელების რჩეული, ამ გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაა“. მას გამოკითხულთა 46.3% უჭერს მხარს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მეორე ადგილზეა – 23.0%. „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ 6.3% მისცემდა ხმას პარლამენტში ასარჩევად, ლეიბორისტულ პარტიას – 4.6%. არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 9.3%.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი ხელისუფალი პრემიერ-მინისტრი ხდება. გვარის ანბანური რიგით ჩამოწერილ კანდიდატთაგან, პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 51.8% დაუჭერდა მხარს, მიხეილ სააკაშვილს კი – 20.0%. არცერთი კანდიდატი არ მოსწონს გამოკითხულთა 16.0%-ს.

რესპოდენტებს თავად უნდა დაესახელებინათ ის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან. აქაც ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს – 31.3%-ით. მიხეილ სააკაშვილს თბილისელების მხოლოდ 11.6% ენდობა ყველა პოლიტიკოსზე მეტად. 5%-მდეა შალვა ნათელაშვილის ნდობის რეიტინგი, 5.6% ენდობა გიორგი თარგამაძეს, 6.6% ყველაზე მეტად ირაკლი ალასანიას ენდობა. არცერთ პოლიტიკოსს არ ენდობა გამოკითხულთა 24.0%.

თბილისელები მიიჩნევენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტ ზეგავლენას აშშ-ს პოზიცია მოახდენს. ასე რესპოდენტთა 43.0% თვლის. ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოკითხულთა 32% მიიჩნევს უმნიშვნელოვანესად.

გამოკითხვის ავტორებმა გარკვეულწილად გადაამოწმეს NDI-ს გამოკითხვის ერთი საჩოთირო შეკითხვის პასუხიც. თბილისელები, თუ ისინი დილემის წინაშე დადგებიან – ნატოში შესვლა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, მათი 93.4% უყოყმანოდ მიანიჭებს უპირატესობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

თბილისელების 55.0% ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს შესვლას ნატოში, მაშინ, როცა 23.3% ამის წინააღმდეგია.

პარლამენტის ქუთაისში გადატანას თბილისელების 53.0% არ ეთანხმება.

NDI-სა და IRI-ს სოციოლოგიური კვლევების შედეგებს არ ენდობა გამოკითხულთა 63.4%, ენდობა 15.0%.

რუსეთთან ურთიერთობის დალაგების, ნორმალიზებისა და დიალოგის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება შეუძლებლად მიაჩნია რესპოდენტთა 78.0%-ს, შესაძლებლად კი – 12%-ს.

სააკაშვილის ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს გამოკითხულთა 17.6%. თბილისელების 61.6% ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხარს არ უჭერს.

2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე თბილისელების და მათი ოჯახების მატერიალური, ფინანსური მდგომარეობა და კეთილდღეობა გაუმჯობესდა 23.4%-ის აზრით, იგივე დარჩა 20.0%-თვის, ხოლო 56.6% მიიჩნევს, რომ მათი და მათი ოჯახების მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

„ასეთია კვლევის შედეგები და მათი მოკლე ანალიტიკური კომენტარი. ბუნებრივია, ასეთი კვლევის ქვეყნის მასშტაბით ჩატარება, გახსნილი საინფორმაციო სივრცის პირობებში, სახელმწიფოებრივ ინტერესებს და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ამოცანას წაადგებოდა. აუცილებელია ქვეყანაში რამდენიმე დამოუკიდებელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მიუკერძოებელი და ობიექტური სოციოლოგიური კვლევების კომპანიის ჩამოყალიბება, რომლებიც ერთმანეთსაც გააკონტროლებდნენ და საზოგადოებასაც პერიოდულად უტყუარ ინფორმაციას მიაწვდიდნენ საზოგადოებრივი აზრის, ხალხის, მოქალაქეთა რეალური განწყობის შესახებ. დროა, საქართველოშიც ისევე ემთხვეოდეს კვლევების შედეგები არჩევნების რეზულტატს, როგორც ეს ახლახანს მოხდა საფრანგეთში, როგორც ეს ხდება პოლონეთში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთში და სხვაგან.

დროა, საქართველო აღარ განიხილებოდეს ჯუნგლებში ჩაკარგულ ბანანის რესპუბლიკად, სადაც საარჩევნო ეგზიტპოლები ან საარჩევნო უბნებთან ყალბდება, ან მთელი წინასაარჩევნო წლის განმავლობაში საინფორმაციო და სამართლებრივ სივრცეში.

გაზეთ „ბანკები და ფინანსებისა“ და სოციოლოგიური და მერკეტინგული კვლევების ცენტრ IPL-ს გამოკითხვა ამდაგვარი რეალობის დასამკვიდრებლად გადადგმული ნაბიჯი და მცდელობაა“, მიიიჩნევენ კვლევის  ინიციიატორები.

შედეგები

I.ხვალ რომ პარლამენტის არჩევნების დღე იყოსრომელ პარტიას (მოძრაობასგაერთიანებასმისცემდით ხმას. (პარტიები სიაშიმოცემული იყო სახელწოდების პირველი სიტყვის ანბანური რიგის მიხედვით.)

ახალი მემარჯვენეები (დავით გამყრელიძე)   18 - 2.0%

განახლებული საქართველო (მინდია გულუა)13 -1.4%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (მიხეილ სააკაშვილი)207 - 23.0%

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ბაჩუკი ქარდავა)   3 - 0.3%

თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) 9 -   1.0%

ლეიბორისტული პარტია (შალვა ნათელაშვილი) 42 -    4.6%

პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნება” (ბიძინა ივანიშვილი) 417 -          46.3%

სახალხო კრება (ნინო ბურჯანაძე)   15 - 1.6%

სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა (გია ჟორჟოლიანი) 5 -   0.5%

ქართული დასი (ჯონდი ბაღათურია) 11 - 1.3%

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (გიორგი თარგამაძე) 57- 6.3%

წინააღმდეგობის მოძრაობა (დავით თარხან-მოურავი) 18 - 2.0%

მწვანეთა პარტია 4 - 0.3%

არცერთს 80 - 9.3%

II. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმადქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი ხელისუფალი ხდება პრემიერ-მინისტრივისდაუჭერდით მხარს ამ პოსტზე – მიხეილ სააკაშვილსბიძინა ივანიშვილს თუ სხვა კანდიდატურას. (კანდიდატები მოცემულია გვარისანბანური რიგით)

ბიძინა ივანიშვილი           465 - 51.8%

მიხეილ სააკაშვილი          180 - 20%

გიორგი თარგამაძე          33 - 3.6%

ირაკლი ალასანია             27 - 3%

შალვა ნათელაშვილი       18 - 2%

ნინო ბურჯანაძე                12 - 1.2%

დავით უსუფაშვილი        6 - 0.6%

ვანო მერაბიშვილი 6 - 0.6%

მინდია გულუა                  6 - 0.6%

დავით გამყრელიძე          3 - 0.3%

ნოდარ ჯავახიშვილი       3 - 0.3%

ჯონდი ბაღათურია          3 - 0.3%

გიგი უგულავა                   3 - 0.3%

ნიკა გილაური                   3 - 0.3%

არცერთი                            135 - 16%

III. რომელ პოლიტიკოსს ენდობით ყველაზე მეტად (დაასახელეთ ერთითქვენი აზრითყველაზე სანდო პოლიტიკოსი)

ბიძინა ივანიშვილი           282 - 31.3%

მიხეილ სააკაშვილი          105 - 11.6%

ირაკლი ალასანია             60 - 6.6%

გიორგი თარგამაძე          51 - 5.6%

შალვა ნათელაშვილი       45 - 4.9%

გუბაზ სანიკიძე                 30 - 3.3%

ვანო მერაბიშვილი 18 - 2%

ჯონდი ბაღათურია          15 - 1.6%

ნინო ბურჯანაძე                12 - 1.3%

დავით უსუფაშვილი        12 - 1.3%

დავით გამყრელიძე          12 - 1.3%

მინდია გულუა                  12 - 1.3%

გიგი უგულავა                   9 - 0.9%

ინგა გრიგოლია                 6 - 0.6%

კახა კუკავა                         6 - 0.6%

პავლე კუბლაშვილი         6 - 0.6%

ნონა გაფრინდაშვილი     3 - 0.3%

თინა ხიდაშელი                3 - 0.3%

არცერთი                           204 -   24%

ცალკეულმა პოლიტიკოსებმა მიიღეს 1 ან 2 ხმა

IV. რომელი ფაქტორისაშინაო და საგარეო ძალა მოახდენს გადამწყვეტ ზეგავლენას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე?

აშშ - 387 - 43%

რუსეთი - 90 - 10%

ევროკავშირი - 15 - 1.6%

აზერბაიჯანის ხელისუფლება, სომხეთის ხელისუფლება, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების

ნება-სურვილი - 105 - 11.6%

ქართველი ხალხის, საქართველოს

მოსახლეობის ნება - 288  - 32%

სხვა -         15 - 1.8%

V. თუ უნდა აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთინატოში შესვლა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონის დაბრუნებარომელს აირჩევდით:

ნატოში შესვლა         60 - 6.6%

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - 840 - 93.4%

VI. მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს შესვლას ნატოში

მხარს ვუჭერ -  495 - 55%

მხარს არ ვუჭერ - 210 - 23.3

არ მაქვს აზრი - 195 - 21.7%

VII. მხარს უჭერთ თუ არა პარლამენტის ქუთაისში გადატანას

მხარს ვუჭერ -  198 - 22%

მხარს არ ვუჭერ - 477 - 53%

არ მაქვს აზრი - 225 - 25%

VIII. ენდობით თუ არა ამერიკული ორგანიზაციების – NDI-სა და IRI- სოციოლოგიური კვლევების შედეგებს

ვენდობი - 135 - 105%

უფრო ვენდობი ვიდრე, არ ვენდობი - 90 - 10%

უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი - 105 - 11.6%

არ ვენდობი - 570 -   63.4%

IX. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისნორმალიზებისა და დიალოგის გარეშე ქვეყნისტერიტორიული მთლიანობის აღდგენააფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება

შესაძლებლად მიმაჩნია - 108 - 12%

შეუძლებლად მიმაჩნია    - 702 - 78%

არ მაქვს აზრი - 90 - 10%

X. მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას?

მხარს ვუჭერ    159   17.6%

მხარს არ ვუჭერ - 555 - 61.6%

უფრო მხარს ვუჭერ ვიდრე, არ ვუჭერ - 60 -    6.6%

უფრო მხარს არ ვუჭერ, ვიდრე ვუჭერ - 87 -    9.6%

არ მაქვს აზრი - 39 - 4.6%

XI. 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციიდან” დღემდე თქვენი და თქვენი ოჯახის მატერიალურიფინანსური მდგომარეობა დაკეთილდღეობა

გაუმჯობესდა - 210 - 23.4%

გაუარესდა  - 510 - 56.6%

იგივე დარჩა -  180 - 20%