"საოცრება მოვახდინეთ მმართველობის 4 წლის განმავლობაში"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველო დიქტატურიდან შეამოაბრუნა.

ივანიშვილის შეფასებით, 4 წლის მანძილზე ხელისუფლებამ საოცრებები შეძლო, რითაც გაჩნდა პერსპექტივა, რომ საქართველო დემოკრატიული ღირებულების და ეკონომიკის თვალსაზრისით, უახლოეს პერიოდში განვითარებული ქვეყნების მსგავსი გახდება.

"ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა მივიღეთ. კატასტროფისკენ მივდიოდით და ჩვენ საოცრება მოვახდინეთ მმართველობის 4 წლის განმავლობაში. წარმატებულად გავართვით თავი ძალიან ბევრ პრობლემას. ქვეყანა შემოვაბრუნეთ, დიქტატურას გაფორმებაღა აკლდა და სახელმწიფო დემოკრატიის რელსებზე გადმოვიყვანეთ. რეალური პერსპექტივა გაჩნდა, რომ უახლოეს წლებში, გავხდეთ განვითარებული ქეყნების მსგავსი სახელმწიფო, როგორც ეკონომიკურად, ისე დემოკრატიული ღორებულებების თვალსაზრისით",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.