ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" ხშირად ხსენება, წინა წლების მმართველობის ამჟამინდელთან შედარების ანალიზისთვის ხდება.
ივანიშვილი აცხადებს, რომ ანალიზის დროს, წინა წელი მომდევნოს უნდა შეადარო, შესაბამისად, იძულებულია, "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებების კეთებისას ხშირად ახსენოს.
"ნაციონალური მოძარობის" ხშირად ხსენებაზე, მესაუბრებიან ხოლმე ჟურნალისტები. წინა ინტერვიუშიც მითხრა ჟურნალისტმა 12-ჯერ ახსენეო, ეს ნორმალურია როცა ანალიზს აკეთებ.
ჩემი ხელწერის გამზიარებელი ხალხი მართავს დღეს ხელისუფლებას, კვირიკაშვილის მეთაურობით და მათზე გარკვეული პასუხისმგებლობა მაქვს.
ვცდილობ, ეს ხელწერა არ დაირღვეს. "ნაციონალების" ხსენება გვიწევს იმიტომ, რომ მათ ვედრებით ჩვენ, რა ხდებოდა, წინა პერიოდში, უნდა შეედარო ანალიზის დროს. სააკაშვილი ახერხებდა და 11-ე 12-ე საუკუნეს ედრებოდა. წინა წელს უნდა შეადარო მომდევნო წელი.
აქედან, იძულებით, გვინდა თუ არ გვინდა ვახსენებთ ხშირად. ასევე ხსენება ხდება იმიტომ, რომ ასეთი დარაზმული ოპოზიცია ჩვენ არ გვყავს. მათ მმართველობის დროს მოახერხეს და დიდი ქონება დაიტაცეს, დღესაც ახერხებენ მართონ მედიასაშუალებები, მათ ბევრი მედია აქვთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.