ჩემი ჟურნალისტობა არავის მოუნდა, მშურს ჟურნალისტების

ჩემი ჟურნალისტობა არავის მოუნდა, მშურს ჟურნალისტების

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არ სურს საზოგადოებას ჰქონდეს იმის განცადა, რომ ის ჟურნალისტებთან დაპირისპირებულია.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ მან ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს და კარგი გამოცდილება მიიღო "რეალ ტივისგან" და "რუსთავი2"- სგან.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზეც არაორდინალური ინტერვიუ ჰქონდა. 

"მე ვერ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ჟურნალისტების მიჭირხვნით ვარ დაკავებული. ძალიან მიყვარს ჭეშმარიტების ძიება და ამით, ალბათ, არ განვსხვავდები სხვა ადამინებისგან და სულაც არ მსიამოვნებს, თუ ჟურნალისტი გავანაწყენე, მაგრამ მგონია, რომ ეს ნორმალურია,  მე არ მგონია, რომ ეს ზღვარგადასულია",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ჟურნალისტიკაში თავისი შესაძლებლობების მოსინჯვაზეც ისაუბრა, და განაცხადა, რომ ჰქონდა მცდელობა, ძიების პროცესში იყო, პოლიტიკიდან წასულს, როგორ გამოეყენებინა თავისი შესაძებლობა და დახმარებოდა საზოგადოებას.

"მალევე მათქმევინეს ამაზე უარი, ისეთი იყო რეაქცია, ჩემი ჟურნალისტობა არავის არ მოუნდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროფესიაა, ძალიან მომწონს, მე მშურს თქვენი", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სექტემბერში, აპირებს, გააკეთოს იმის მსგავსი გადაცემების სერია, რომელიც ჰქონდა 2030-ზე.

"როგორ გამომივიდა მაშინ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის ანალიზი და როგორ გამომივა ახლა, ეს თქვენი შესაფასებელია. ამის სურვილი გამაჩნია მხოლოდ ერთი მიზეზით - მგონია, რომ საზოგადოება ელოდება ჩემს აზრს", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ როგორც კი ეს განცდა გაუქრება, ის აღარ გამოჩნდება ეკრანებზე.