ნოდარ ჯავახიშვილი საბჭოთა განათლების სისტემის მომხრეა

ნოდარ ჯავახიშვილი საბჭოთა განათლების სისტემის მომხრეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საბჭოთა განათლების სისტემის მომხრეა. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა PALITRANEWS-ზე, გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სფეროს სპეციალისტი არ არის, თუმცა საკითხთან დაკავშირებით ბევრი უფიქრია.
”საოცარ რამეს გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ჩემგან ალბათ არ მოელის. მომხრე ვარ დღესაც საბჭოთა განათლების სისტემისა, რომელიც რა საკვირველია არ არის რუსული, ეფუძნება დასავლურ ფასეულობებს. უბრალოდ, საბჭოთა განათლების სისტემას ჰქონდა ერთი ძალიან სერიოზული ნაკლი, ყველაფერი პარტიულზე და კლასობრივ ბრძოლაზე იყო აგებული. მე მიმაჩნია, რომ სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს ისეთი მრავალმხრივი განათლება, როგორსაც იძლეოდა საბჭოთა სისტემა, როდესაც კარგად გასწავლიდნენ გეოგრაფიასაც, ისტორიასაც, ლიტერატურასაც”, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.