ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროდეპუტატი მარია გაბრიელი უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ მარია გაბრიელმა სტრასბურგში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ევროდეპუტატი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შიდა საქმეთა კომიტეტის (LIBE) წინაშე ანგარიშით წარდგება.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის, როცა ვიზალიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს საუბარი საქართველოს მოქალაქეებზე. სწორედ ამიტომ ჩვენი სამუშაო ევროპარლამენტში დასასრულს უახლოვდება. ჩემთვის, როგორც მომხსენებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სრული ინფორმაციის მიღება საქართველოს ხელისუფლებისგან, ევროკომისიისგან”, - განაცხადა მარია გაბრიელმა.
მისი თქმით, მისი სამუშაოს მიზანია, რომ ევროპარლამენტი გახდეს "ძლიერი ხმა" საქართველოს მოქალაქეებისთვის. “როდესაც ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე, ეს არის ჩვენი პარტნიორობის მხოლოდ ერთი ეტაპი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან პოზიტიური სიგნალი გვაქვს და სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტი შეეცდება იგივე გააკეთოს", - განაცხადა მარია გაბრიელმა.