"საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევასთან" დაკავშირებით ხვალ, ხელშეკრულება გაფორმდება

 ხვალ, 25 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო "რუმს ჰოტელ თბილისში,"  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციასა“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის ხელი ეწერება ხელშეკრულებას "საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევასთან" დაკავშირებით.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიათარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.