"გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო მოღვაწისთვის დამახასიათებელი ლიდერობის ნიჭი გააჩნია"

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს აფასებს.

ამერიკელი დიპლომატის აზრით, პრემიერი განცხადებების გაკეთების დროს, სახელმწიფო მოღვაწისთვის დამახასიათებელ ლიდერობის ნიჭს ავლენს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის

"ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აბსოლუტურად მართალია. მას გააჩნია სახელმწიფო მოღვაწისთვის დამახასიათებელი ლიდერობის ნიჭი, განცხადებების გაკეთების დროს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, არჩევნების მოახლოების ფონზე", - განუცხადა მან "პირWელს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის რაც სამეგრელოში, არჩევნებზე მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

მისი თქმით, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაშალოს ის ფურცელი, როდესაც არჩევნები ძალადობით ტარდებოდა და მომავალ არჩევნებზე, სამართალდამცავები უფრო მეტად იქნებიან მობილიზებული, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

ამასთან, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გაამკაცროს.

ცნობისათვის, დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, სოფელ კორცხელში, არჩევნების მიმდინარეობისას "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.