ალექსანდრ გრუშკო:  საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე

ალექსანდრ გრუშკო: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ ნატო-ში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ გრუშკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, რომ ნატო-ში გონივრულად იმოქმედებენ, რადგან საქართველოს ნატო-ში მიღება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე. ეს არის კოლოსალური რისკი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა გრუშკომ.

როგორც დღეს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს უფრო მეტ შეხვედრაში იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები.