რუსეთმა უკრაინის საზღვართან 34 600 სამხედრო განალაგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესცენტრი, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის ინფორმაციით, აქედან 6 500 რუსი სამხედრო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე იმყოფება.
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვართან მობილიზებულია ასევე, დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა.