იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების სამხარეო პოლიციის უფროსმა მერაბ ჩიხლაძემ თანამდებობა დატოვა.
"პირWელს" შსს-ში განუცხადეს, რომ ჩიხლაძის მიერ თანამდებობის დატოვება შინაგან საქმეთა სამინისტროში როტაციის პრინციპს უკავშირდება და ის უახლოეს მომავალში სხვა თანამდებობას ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ჩიხლაძე აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლის მარტის თვიდან იკავებდა.