ვიდრე კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები არ არიან დაკავებული, საუბარი სასჯელის გამკაცრებაზე თავის მართლების მცდელობაა

ვიდრე კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები არ არიან დაკავებული, საუბარი სასჯელის გამკაცრებაზე თავის მართლების მცდელობაა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საარჩევნო პროცესისას ძალადობის გამოვლისნებაზე სასჯელის გამკაცრების თაობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ”საკითხის გვერდზე გატანის” და ”თავის მართლების მცდელობად” აფასებს.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზომების გამკაცრებამდე, არსებული სანქციებით და სასჯელით უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, ვინც კორცხელში ძალადობა განახორციელა.

”კორცხელის ინციდენტის შემდეგ სამი დღე გავიდა და არც ერთი ის ადამიანი, ვინც იდენტიფიცირებულია, ვისი სახელიც გვარიც ყველამ იცის და ვინც ყველამ დაინახა, არ არის დაკავებული და დაკითხვაზე დაბარებულიც კი. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ თურმე პარლამენტმა კანონი უნდა შეცვალოს და სასჯელიგამკაცრდეს, სრულიად არაადეკვატურია. კი ბატონო, სასჯელი უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დღევნდელი სანქციით უნდა დაისაჯნონ ის ადამიანებ, ვინც სისასტიკე ჩაიდინა. იმ პირობებში, როდესაც ეს არ ხდება და როდესაც არც ერთი მათგანი არ არის დაკავებული, სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი არის საკითხის გვერდზე გადატანა და თავის მართლების მცდელობა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდება.

შესაბამისი ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადების დავალებაც მან იუსტიციის მინისტრს მისცა.

კვირიკაშვილი თეა წულუკიანს ავალებს, აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებათა პაკეტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარმოადგინოს.