ვარშავის სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატო-ში, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტნიორი

ვარშავის სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატო-ში, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტნიორი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ვარშავის სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატო-ში, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტნიორი.

თბილისში მყოფმა ჯეიმს აპატურაიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

"საუბარი შეეხო ვარშავის სამიტს და მოსამზადეებლ სამუშაოებს, ამ პროცესში ჩართულია საქართველოც. სამი ძირითადი ელემენტზე გვაქვს, პირველი, ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მეორეა, ახალი იდეების მიმართულება, სადაც საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესებაზეა აქცენტი და მოიცავს ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მესამე პუნქტი პოლიტიკური ურთიერთობებია, რომ საქართველო მეტად იყოს წარმოდგენილი ნატო-ს სამიტზე. საქართველო იქნება წარმოდგენილი სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე, რომელიც ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიას უკავშირდება. ასევე, იქნება თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ვარშავის სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატო-ში, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტნიორი", - განაცხადა აპატურაიმ.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი 8-9 ივლისს ვარშავაში გაიმართება.