ეს იყო ნაბიჯი ქაოსისკენ, რაც ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას

ეს იყო ნაბიჯი ქაოსისკენ, რაც ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სოფელ კორცხელში განვითარებული მოვლენები იყო ქაოსისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც არ უნდა დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების კისერზეა.

„ეს იყო ნაბიჯი ქაოსისკენ. რაც არ უნდა დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ. ყველაფერი, რაც კარგი და ცუდი ხდება ამ ქვეყანაში, ხელისუფლების კისერზეა. ჩვენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესვას“, - განაცხადა ხიდაშელმა.

22 მაისს, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები. დაპირისპირების შედეგად დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.