არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა მეორე ტურიდან 20 დღის განმავლობაში გაიმართება

არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა მეორე ტურიდან 20 დღის განმავლობაში გაიმართება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა მეორე ტურის დღიდან 20 დღის განმავლობაში გაიმართება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში იმართება. პირველი სხდომის დღეს პრეზიდენტი ნიშნავს.

ამასთან, რეგლამენტი არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევას არ ითვალისწინებს. როგორც კომიტეტი განამარტავს მეორე ტურის შედეგების გათვალისწინების გარეშე, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქციების ფორმირება, რაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას შეუძლებელს გახდის.

ინიცირებული პროექტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში იმართება, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ მეორე ტური დაინიშნა - მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში.