ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის გადაცემული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ საქართველოში 12 უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა დისლოცირებული

ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის გადაცემული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ საქართველოში 12 უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა დისლოცირებული

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის გადაცემული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში თორმეტი უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა დისლოცირებული. 

ალასანიამ უშიშროების საბჭოს შემდეგი მონაცემები გადასცა: 

I დაჯგუფება
350 კაციანი დაჯგუფება (სპეცდანიშნულების რაზმი). 
დისლოკაციის ადგილი: ქ. ზუგდიდი, კერძო სახლები.
ხელმძღვანელი – კობა ახვლედიანი (როლანდ ახალაიას დაცვის ყოფილი უფროსი)
მეთაური: ფრიდონ შენგელია.
მეთაურის მოადგილე: თორნიკე მალაზონია.
მეთაურის მოადგილე: ავთო ბელთაძე.
100 მეთაურები: კახა აფშილავა, ელგუჯა გულორდავა, გოჩა გამსახურდია.
10 მეთაურები: გელა მეფორია (კიდაჭი), დავით შენგელია, ბესო შენგელია, მურმან ქურსუა, მალაზონია გოჩა. 

ხელფასები: მეთაურთა შემადგენლობა 2000 ლარი + პრემიები
რიგითი შემადგენლობა: 700 ლარი + პრემიები.

II დაჯგუფება
დისლოკაციის ადგილი: სოფელი ინგირი (სლავიკ ბიგვავას სახლი)
მეთაური: კობა თოდუა.
მოადგილე: ირაკლი გაწერელია. 
წევრები: სლავიკ ბიგვავა, "კაბანი", ირაკლი ახალაია, ბაკურ ბულისკირია, მიქაია კობა, თემურ ქობალია.

III დაჯგუფება (ბაჩო ახალაია)
სარეზერვო ჯგუფები:
ჩართულობა:
ეროვნული გვარდიის სარდალი: მამუკა იოსავა.
დასავლეთის მიმართულების სარდალი: ზაზა ჯანჯალია.
სენაკის მე-2 ბრიგადის მეთაური: ზვიად გაგუა.
ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური: დავით ფოფხაძე
სპეციალური რაზმების მეთაური: კობა ახვლედიანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერბატორის მოადგილე: დავით დარსმელიძე (კუდ-ს ყოფილი უფროსი)
თენგიზ გუნავა, ლევან ქირია, რუსლან შამახია. 

IV დაჯგუფება
სოფელ გრიგოლიშის 25-კაციანი ჯგუფი
მეთაური: ბეჟან გვაზავა.

V დაჯგუფება
სოფელ ახალსოფლის 25 კაციანი ჯგუფი.
მეთაური: ფაცაცია

VI დაჯგუფება
სოფელ ჯიხაშკარის 25 კაციანი ჯგუფი.
მეთაური: ვახტანგ ზარანდია

VII დაჯგუფება

უფროსი: რომა შასმათავა 

მეთაური: უბილავა სერგო
ქვედანაყოფის უფროსი: ვოხა აფსნაძე (ყოფილი სატურნელი).
ანდრიაძე ზაზა - ყოფილი სატურნელი.
უბილავა ზაზა - ყოფილი სატურნელი.
გოროზია ზური - ყოფილი სატურნელი.
ფაჟავა ზაზა (დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი)

VIII დაჯგუფება 

ე.წ. სპეციალური დანიშნულების რაზმი
კონტროლი: რომან შამათავა (აფხაზეთის კუდ-ის უფროსი)
თენგიზ პაპავა, ჯემალ აფშილავა, ბელქანია. 

IX დაჯგუფება 

ჭუბერის ე.წ. სპეციალური დანიშნულების რაზმი.
კონტროლი: რომა შამათავა.
მეთაური: ნუგზარ ფანგანი.
მოადგილე: გოჩა ჯომიდავა
დისლოკაციის ადგილი: სოფელი ნაკალმახევი.
75 კაციანი დაჯგუფება
5 კაცი (ოფიციალურად გაფორმებული)
70 კაცი (სიტყვიერი შეთანხმებით, ხელფასს (400 ლარი) იღებენ ხელზე). 

X დაჯგუფება

დისლოკაციის ადგილი: ქ. ზუგდიდი (გრიბოედოვის #42. გამსახურდიას #156)
კონტროლი: რომა შამათავა.
მეთაური: ქორქია დავითი.
40 კაციანი დაჯგუფება (სიტყვიერი შეთანხმებით, ხელფასს (400 ლარი) იღებენ ხელზე).

XI დაჯგუფება 

ე.წ. ჩურჩხობანის დაჯგუფება
მეთაური: სერგო უბილავა 
8 კაციანი დაჯგუფება
3 კაცი (ოფიციალურად გაფორმებული)
5 კაცი (სიტყვიერი შეთანხმებით)

XII დაჯგუფება

100 კაციანი სპეციალური დანიშნულების რაზმი (ვანო მერაბიშვილის კონტროლი)
მეთაური: კობა ფაჩულია (ასეული დაკომპლექტებულია სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელებისაგან)

ირაკლი ალასანია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას სახელზე გაგზავნილ მიმართვაში ამბობს, რომ აღნიშნული ჯგუფების წევრთა ნაწილი წარსულში მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები არიან და ოფიციალურ სტრუქტურებში არ ირიცხებიან. მისივე ინფორმაციით, აქტიურად ხედება მათი შეიარაღება და დაფინანსება. 

"ყველას კარგად გვახსოვს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების ტრაგიკული შედეგები. მაშინდელმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა შანსი დროზე აღეკვეთა ამგვარი ორგანიზაციების ფორმირება. საქართველოში ამგვარი დაჯგუფებების შექმნა არჩევნების წელს, ისედაც დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, განუზომელად ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობას. ამ ფაქტებზე დროული რეაგირება იქნება პრევენცია, რომ ეს ადამიანები არ იქნენ გამოყენებულნი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების წინააღმდეგ, რისი მაგალითები ბოლო თვეებში მრავლად არის" - ასეთი მიმართვა, თანადართული მასალებით ალასანიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს 20 მარტს გადაუგზავნა.