ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის პოზიციას იმის შესახებ, რომ პირები, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, თანამდებობებიდან უნდა გადადგეს, "ხმამაღალ განცხადებად" აფასებს.
"დაზუსტებისთვის, ალბათ, ისევ ბატონ თამაზს უნდა ჰკითხოთ, თუმცა ჩემი შეხედულებით, ეს ხმამაღალი განცხადებაა. ალბათ, უკეთესი იქნება, რომ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ", - განაცხადა სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
მინისტრის თქმით, ზოგადად, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება იმდენად მიუღებელი და ამორალურია, რომ ნებისმიერი რამ, რაც მასთან შემხებლობაშია, უდიდეს დისკომფროტს უქმნის.