გუნცაძის „ამომრჩეველთა ლიგა“ კაციტაძის „კარდაკარის“ საპირწონედ

გუნცაძის „ამომრჩეველთა ლიგა“ კაციტაძის „კარდაკარის“ საპირწონედ

დღეს, 20 აპრილს, „ამომრჩეველთა ლიგის“ თავჯდომარემ კოკა გუნცაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ჟურნალისტებს „ლიგის“ სამოქმედო გეგმა და გადაწყვეტილებები გააცნო.

 გუნცაძის განცხადებით „ამომრჩეველთა ლიგა“ საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას უნდობლობას  უცხადებს და საარჩევნო სიების გადასამოწმებლად, ალტერნატიული „კარდაკარის“ აქციის დაწყებას გეგმავს. „ამომრჩეველთა ლიგა“ სიების გადასამოწმებლად საგანგებო ღონისძიებებს გაატარებს და ამ მიზნით ერთ კვირაში თბილისის მასშტაბით სპეციალური ოფისები გახსნის, ხოლო სამ კვირაში რეგიონული ოფისების გახსნაც დასრულდება.

ამასთანავე, „ლიგის“ თავმჯდომარის განცხადებით საარჩევნო დღეს საქართველოში მაშტაბური კომუნიკაციის პროექტი განხორციელდება, ხალხს საშუალება ექნება საარჩევნო დღეს, საარჩევნო უბნებზე დააკვირდეს მიმდინარე პროცესებს.

„ეს პროექტი თავისი შინაარსით და მაშტაბურობით იქნება უპრეცენდენტო, ეს იქნება ნოვაცია ქართულ პოლიტიკაში“- განაცხადა კოკა გუნცაძემ.

კოკა გუნცაძემ, მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც უკვე გამოეხმაურა სოლიდარობის ფონდის იდეას და უკვე მზად არიან ამ ფონდის დასაფუძნებლად. სოლიდარობის ფონდი დაეხმარება ყველა იმ ადამიანს და ოჯახს ვინც არის, ან მომავალში შესაძლოა გახდეს დღევანდელი რეჟიმის მსხვრპლი. „ეს ფონდი იქნება მკაფიო დადასტურება და საყოველთაო მაგალითი სოლიდარობის და ქვეყანაში შიშის დაძლევის“ - განაცხადა "ლიგის თავმჯდომაემ"

„ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა 28 აპრილს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით „ლიგის“ მიზანია ხელი შუწყოს უკვე დაწყებულ პოლიტიკურ პროცესებს.

„ეს აქცია უნდა იყოს  საერთო, ერთობლივი, ყველასი ერთად და ამაშია მისი მაშტაბურობა“ -თქვა გუნცაძემ. სწორედ ამიტომ „ლიგის“ დამფუძნებლებმა აქციის გადადების   გადაწყვეტილება  მიიღეს, თუმცა ხელისიფლების ბუნებიდან გამომდინარე აღნიშნული მსველობა აუცილებლად ჩატარდება. აქციის თარიღი ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.