„თარგამაძის აფეთქება იმ ერთმა პროვოკატორმა გააკეთა, რომელმაც საქართველოს ს მოქალაქეობა ორ გროშად გაყიდა და გვამებს და არეულობას ითხოვს“

„თარგამაძის აფეთქება იმ ერთმა პროვოკატორმა გააკეთა, რომელმაც საქართველოს ს მოქალაქეობა ორ გროშად გაყიდა და გვამებს და არეულობას ითხოვს“

„ნაციონალური მოძრაობა“ გივი თარგამაძის მიერ განხორციელებულ ტერაქტზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი, - ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიერ დაგეგმილ შესაძლო პროვოკაციაზე.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასების მიზნით, for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:

გივი თარგამაძის კუთვნილი ავტომობილის აფეთქება, ვის ინტერესებში შედის და რა მიზანს ემსახურებოდა?

- პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ამ საქმის სასწრაფო გამოძიება უნდა მოხდეს, რათა ჩვენი ქვეყნის იმიჯი არ შეილახოს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ქმედუნარიანობაც წარმოჩინდეს. რაც შეეხება მოსაზრებებს, რაც აფეთქებასთან დაკავშირებით გამაჩნია, ორიგინალური არ ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ მოსალოდნელ არეულობაზე, დესტაბილიზაციასა და ქაოსზე განცხადება გაკეთდა. მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციაზე სასაუბროდ შეხვედრა თბილისში მოუწყო და „თავისუფალი ზონის“ წევრები გამოვიდნენ და თქვეს, რომ მათ საკუთარი ავტომობილების დაწვას, ქალაქისა და სამთავრობო შესასვლელების ბლოკირებას ავალებდნენ. ჩემთვის ეს ყველაფერი იმ ჯაჭვის ნაწილია, რომლის თაობაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი იყო.

„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ხურჩის ამბებშია ჩარჩენილი, როცა საპარლამენტო არჩევნების წინ, ავტობუსი ააფეთქეს და ერთ-ერთი ადამიანი დაჭრეს კიდეც. ეს ყველაფერი საზღვრისპირა სოფელში გააკეთეს და ეს ადამიანები ისევ ამ ჭკუაზე არიან. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ლამის სისხლიანი შოუ მოაწყვეს. ჩემთვის ამ პროცესებში არანაირი სიახლე არ არის და ვერ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცით ორიგინალურია.

თუკი მსგავს ქმედებებსნაციონალური მოძრაობაგეგმავს და ახორციელებს, სახელმწიფო სად არის?

- ამ პროცესებს პასუხს სამართლებრივი სახელმწიფო გასცემს, რაც გამოძიებაში გამოიხატება. მტყუან-მართალს სასამართლო დაადგენს. დარწმუნებული ვარ, ამ სასამართლოს წინაშე ბევრი ადამიანი პასუხს აგებს. არ შეიძლება, რომ ქვეყნის ძირის გამოთხრისთვის ყველაფერს აკეთებდე და ამას მოსახლეობა წლების განმავლობაში უყურებდეს. ვფიქრობ, რომ ამ აფეთქების გამოძიება სასწრაფოდ უნდა მოხდეს და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჯერ საუბარი იყო იმაზე, რომ დესტაბილიზაცია უნდათ, მანქანების აფეთქება და ამას მათივე ყოფილი წევრები ადასტურებდნენ.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ აფეთქება რუსი სპეცსამსახურების მოწყობილი ყოფილიყო, რის თაობაზეც განცხადებები კეთდება?

- არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რუსეთის ინტერესში შედიოდა, რომ პერსონა „ნონგრადატ“ გამოცხადებული ადამიანი აეფეთქებინათ? - ეს ყველაფერი ყურადღების გადატანის მცდელობას ჰგავს. ადრესატის დასახელება ხდება იმისთვის, რომ ამას ჰქონდეს დამაჯერებელი ხასიათი, რომ აფეთქება ნაციონალებს არ გაუკეთებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ ერთმა პროვოკატორმა გააკეთა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებაში იყო, შემდეგ ქვეყნის მოქალაქეობა ორ გროშად გაყიდა და რამდენიმე თვეა, გვამებს, მოკლულ ქალბატონს, არეულობას, დესტაბილიზაციას, გადატრიალებას ითხოვს.

აფეთქებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებთ? „ერთ პროვოკატორშიმას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა, ყველა პროვოკაცია და დესტაბილიზაცია მიხელ სააკაშვილის დავალებით ხორციელდება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა ჩემი პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია.

თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლების მოპოვების მიზნით, ყოფილი პრეზიდენტი ყველაფერზეა წამსვლელი. მათ შორის, საკუთარი გუნდის წევრებს სწირავს და ისინი ამას ვერ ხვდებიან?

- სააკაშვილი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზე წამსვლელია. მას საკუთარ გონებაში მზაკვრული გეგმები აქვს და ჩვენამდე ეს მოსაზრებები ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან აღწევდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას და დესტაბილიზაციას არ ეთანხმებიან.

თქვენ სააკაშვილის პოლიტიკურ სცენარებზე საუბრობთ და გკითხავთ. ყოფილი პრეზიდენტი წამსვლელია იმაზე, რომ საქართველოში ჩამოვიდეს?

- ის, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს ის თემაა, სადაც ჩემი და სააკაშვილის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტი იყო, მართლმსაჯულებას არ უნდა ემალებოდეს. ის იმ კითხვებს უნდა სცემდეს პასუხებს, რაც სასამართლოს აქვს. მისი ჩამოსვლა ძალიან კარგი იქნება, რაც სასამართლო სისტემის პატივისცემა იქნება. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის სხვა ვარიანტებს, ის საზოგადოებას სხვადასხვა ვერსიებს სთავაზობს, მაგრამ არავითარი გადატრიალება არ მოხდება, რადგან ეს არის სახელმწიფო და ქვეყანა, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები გამართულად მუშაობენ. რომელიმე ერთ გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება არ შეუძლია.

ნაციონალური მოძრაობისგანკიდევ რაიმესიურპრიზებსელოდებით?

- არჩევნებამდე რაიმე ტიპის ექსცესებს და „სიურპრიზებს“ არ გამოვრიცხავ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, ეს ვითარება შეიცვლება. არჩევნები „ოცნების“ გამარჯვებით და „ნაციონალური მოძრაობის“ კრახით დასრულდება. შეუძლებელია, იმ პოლიტიკური ძალისგან არ დავისვენოთ, რომელიც მუდმივად რევანშზეა გადაწყობილი და ქვეყნის სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის.