ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი მიულოცა. ომის ვეტერანები დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ უგულავამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა მოინახულეს.

ამჟამად, დიდუბის რაიონში მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი, 104 წლის გიორგი დეკანოსიძე და 101 წლის მარია გეტმანი ცხოვრობს. მათ გაწეული ღვაწლისთვის კიდეც ერთხელ მადლობა გადაუხადეს და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.

ამასთან, მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმი 1000 ლარს იღებენ.

წელს, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.