„მოველი, რომ ამჯერად მაინც, ეს მორიგი ქაჯობა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უპასუხოდ არ დარჩება“

„მოველი, რომ ამჯერად მაინც, ეს მორიგი ქაჯობა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უპასუხოდ არ დარჩება“

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური ომი გამოუცხადა. ქვეყანამ, ყოველგავრი დასაბუთების გარეშე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მიიღო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხი განიხილება. დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის კი სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ რიგითი ადამიანების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას არ ეთანხმება.

ამ დრომდე განცხადებას არ აკეთებს ესტონეთის საელჩო. „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იქ ავტომატურად მოქმედებს.

„აღნიშნულით საქმე გვაქვს პროპაგანდისტულ ნაბიჯებთან. მათ მიზანი თვითმმართველობის არჩევნების წინ სიტუაციის ესკალაციაა, რომ ვითარება ორი მიმართულებით წავიდეს - არჩევნები არ შედგეს და ამით თქვან, რომ დემოკრატიის უკუსვლაა ან არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ. ევროკავშირმა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით, სამიოდე თვის წინ მიიღო.

ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად მოქმედებდა. ამის ახლიდან მიღება საჭირო არ იყო, მაგრამ, იმიტომ რომ რაღაც თემა მუდმივად ჰქონდეთ საქართველოს წინააღმდეგ ცეცხლზე შემომდგარი, საქართველო რომ მუდმივად ცეცხლზე ჰყავდეთ შემოდგმული, ასეთ განცხადებებს აკეთებენ.

ალბათ, ახლა ლიეტუვა გააკეთებს ან რომელიმე ბალტიისპირული ქვეყანა და ასე შემდეგ. ასე რომ, საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც უკვე ამის მიმართ ერთგვარი იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. სამწუხაროა, თუმცა ასეა. მოვლენები შეიცვლება ძალიან სწრაფად, როდესაც ამის გეოპოლიტიკური საჭიროება აღარ იქნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, არავინ დაგიდევთ, საქართველოში რეალურად როგორი დემოკრატიაა, ან როგორი რეფორმები ხორციელდება, როგორი მაჩვენებლებია.

„რა უნდათ - ეს არის მათთვის მთავარი. დღეს უნდათ შენგან მსხვერპლი, მოგიწოდებენ აქეთკენ. ენდომებათ თანამშრომლობა, უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე, საქართველოს ყველა მონაცემი რა კარგი აქვს და თანამშრომლობის გაგრძელება შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ლელოს“ წევრის თაზო დათუნაშვილის შეფასებით, ესტონეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან, სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, არ გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს და დემოკრატია არ დაუბრუნდება რელსებს.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება ძალადობს, უვარდება აქტივისტებს სახლებში, აწიოკებს პატარა ბავშვებს და ორსულ ქალებს, როდესაც ჯოჯოხეთს ვხედავთ, აბსურდს, რომელიც მიმდინარეობს პოლიტპატიმრების პროცესზე, როდესაც ხელისუფლების მეტი და მეტი წარმომადგენლები ისვრებიან იმ ბოროტებაში, რასაც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა ჰქვია, ამ ყველაფერს მოჰყვება მეტი რეაქცია ჩვენი მეგობრებისგან. სანქციებიც ამას ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ საქართველოს მხრიდან ამჯერად მაინც, სარკისებური პასუხი ყოვლად აუცილებელია. ესტონეთის მთავრობისა და სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს საზღვარი საერთოდ უნდა ჩაიკეტოს. ვიზა უნდა გაიცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ოფიციალური ვიზიტი დიპლომატიური ნოტებით თანხმდება მხარეთა შორის.

„ესტონეთის, ასევე ბალტიის სახელმწიფოების უტიფარ, სისტემატურად წარმოებულ ანტიქარტულ დემარშებს და პროვოკაციულ გამოხდომებს სათანადო, პროპორციულად მკვახე პასუხი, „დიპლომატიური დედის გინების“ ტონალობაში, დროულად უნდა გაეცეს და ამით წერტილი დაესვას. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავს თუ დავაბრალებთ, რომ „დაბალ ღობედ“ გაგვიხადეს, ყოვლად უკადრებელს კადრულობენ, ამდენს გვიბედავენ და ასე უშნოდ შეგვაჩვიეს უზრდელად წაგდებული ენა“, - წერს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი თვლის, რომ ესტონეთიც, ლატვიაც თუ ლიეტუვაც უნდა განვიხილოთ არა პარტნიორებად, არამედ არამეგობრულ სახელმწიფოებად, ვერიდოთ და თავი შევიკავოთ მათთან ყოველგვარი ურთიერთობებისგან, თუკი ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

„ცხადია, თავის მოტყუება და ფარისევლობაც იქნება, თუკი კვლავ ჩვენი ხალხების „მეგობრულ ურთიერთობებზე“ ვისაუბრებთ. იმ ხალხებთან, რომელთა მთავრობები საქართველოს მტრობენ, მეგობრობა ვერასგზით გვექნება. ეს ყველას მკაფიოდ უნდა გავაგებინოთ. მით უმეტეს ამ მეტიჩარა და გათავხედებულ ბალტელებს, რომელთა არამკითხეობამა და ტვინისწამღებმა ბზუილმა ყველას თავი მოაბეზრა. მათგან ჭკუის სწავლება არავის სჭირდება, რადგან ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, სამუდამო სირცხვილად მათ ქაჯი და სირ-ქალა კაია კალასიც ეყოფათ... ვიმედოვნებ და მოველი, რომ ამჯერად მაინც, ეს მორიგი ქაჯობა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უპასუხოდ არ დარჩება“, - წერს დავით ზარდიაშვილი.

 

თომა ნეტარ არიან მორწმუნენი.. გამედავენ ვითომ სირ-ქალა კალასის და მისი დოსტების დასანქცირებას ქოცები?! ამათ დემენცია მზეთუნახავი ვერ გადაიყვანეს კუთვნილ ადგილას და ბალტისპირელებს შეუტევენ, ეს ხომ გასაოცარ დემოკრატიას საფრთხე დაემუქრება.
6 საათის უკან
Gami კობახიძე რომ გაიძახის შემდგარი სახელმწიფო ვარო, კეთილი ინებოს გასცეს ადეკვატური პასუხი, როგორიც ქვეყანას ეკადრება. სირაქლემას პოზაში დგომა რითიც მთავრდება ყველამ ვიცით!
3 საათის უკან
Gami გულის ამრევი, ევროკავშირი პლაცენტები ეს " პრიბალტიკელები". ვის რა სირად უნდა მათთან ურთიერთობა; თამაში"მონოპოლიის" კვაზი სახელმწიფოები
2 საათის უკან