„ტრამპმა „მეგობარ აქტს“ ხელი თუ მოაწერა, ეს ნიშანია იმის, რომ მსოფლიო გადანაწილებასთან გვაქვს საქმე და ესეც ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ“

„ტრამპმა „მეგობარ აქტს“ ხელი თუ მოაწერა, ეს ნიშანია იმის, რომ მსოფლიო გადანაწილებასთან გვაქვს საქმე და ესეც ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ“

ორკესტრირებული, ჰიბრიდული თავდასხმები, რომელსაც ე.წ. Deep state საქართველოს ხელისუფლებაზე, როგორც ამერიკიდან „მეგობარი აქტის“ სახით, ასევე ევროპელი ბიუროკრატების მეშვეობით ისევ განაგრძობს. კონგრესში აქტის მიღების შემდეგ ის სენატშიც დაარეგისტრირეს და თუკი აქაც მხარი დაუჭირეს, მაშინ მას ხელი უკვე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. პარალელურად, ევროკომისიის პრესსპიკერის გაცხადებები ყოველდღიურ სახეს იღებს. საუბარია, ევროპული უწყების წარმომადგენლის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც პრესსამსახურის წარმომადგენელმა „მეგობარი აქტის“ კონგრესში დამტკიცებაზე ისაუბრა. თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნისთვის დაწესებულ სტანდარტებს არ შეესაბამება.

მმართველი გუნდის აზრით „მეგობარი აქტის“ რეალური მიზანი ახალი საინფორმაციო ომის დაწყების მცდელობაა, რაც ევროკომისიაში გაკეთებულმა განცხადებამაც დაადასტურა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გარკვეული ძალები ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის მცდელობების დაფინანსებას კვლავ განაგრძობენ, რასაც შესაბამის საინფორმაციო მხარდაჭერაც სჭირდება. „ქართულ ოცნებაში“ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ უმჯობესია ევროპელმა ბიუროკრატებმა მიდგომები შეცვალონ.

„რაც შეეხება ზოგადად ევროპულ სტრუქტურებს და ამ ორკესტრირებულ მოქმედებას, ჩვენ შეგახსენებთ, რომ ამერიკაში მოქმედი უცხოური აგენტების რეესტრის წყალობით ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციებს. შეგახსენებთ, რომ ეს რეზოლუციები, რომელიც მიიღებოდა, აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. არ ვიცი ახლა მე ევროკომისიის პრესმდივანს ვინ უწერს განცხადებას, თუმცა მე მგონი, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში დეზინფორმაციის, ძალადობრივი ჯგუფების თუ პროპაგანდის, რომელიც USAID-ის და სხვა არხებით ხორციელდებოდა, ამის შემდეგ ზუსტად ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად. ამიტომ ევროკომისიის პრესმდივანი თუკი თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველოს საკითხზე სასაუბროდ, იქნებ გვიპასუხოს - აპირებენ თუ არა გადახედონ ისეთ დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომლითაც ფინანსდებიან პოლიტიკურ პარტიები (და ეს დადასტურებულია) რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამიტომ ამაზე გაგვცენ პასუხი, თუკი მაინც და მაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადების შინაარსს სრულად იზიარებენ ქართულ ოპოზიციაში. ამტკიცებენ, რომ შტატების კონგრესში მიღებული „მეგობარი აქტი“ თუ ევროპული უწყებების მხრიდან მოთხოვნილი სადამსჯელო სანქციები, საქართველოში დემოკრატიული პროცესების წახალისებას ემსახურება.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-თან ამბობს, რომ „მეგობარი აქტის“ დაჩქარებული წესით მიღების მცდელობა და პარალელურად, ევროკავშირიდან გამოხმაურებები, მსოფლიოს ძველი წესრიგის აღდგენის მცდელობაა.

„ევროპელი პოლიტიკოსები და ზოგიერთი ამერიკელიც, „დიფ სთეითის“ სატელიტები არიან და მათი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ადამიანები ახლა ვერ ეგუებიან მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, სადაც საქართველოს თავისი მხარე აქვს არჩეული. ეს მხარე არის საკუთარი სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დაცვა; ხალხის ინტერესების გატარება და მშვიდობა, რასაც დღემდე ჩვენს ხელისუფლებას არ პატიობენ. „მეგობარ აქტს“ თვალს თუ მივადევნებთ, ესეც იმ წინა ხელისუფლების და „დიფ სთეითის“ ინტერესების გატარებაა. ამიტომ, რაღაცნაირად ცინიკურადაც კი ჟღერს ეს „მეგობარი აქტი“. არადა ეს, ფაქტობრივად, მტრული აქტია.

რასაც ეს ადამიანები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, იგივე ევროპელები, მიუღებელია დღევანდელი სინამდვილისთვის.

ამ აქტის მიღების პროცედურა ძალიან რთულია. ჯერ წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო, შემდეგ უკვე სენატმა უნდა მიიღოს, შემდეგ ეს უკვე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან იგზავნება. მასთან კი უამრავი გადაწყვეტილებაა გაგზავნილი და ტრამპმა აქედან ხელი ძალიან ცოტას მოაწერა. ტრამპს აქვს უფლება ამ აქტს ხელი მოაწეროს ან - არა. კონგრესის ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ისე დევს, რომელზეც მან ხელი არ მოაწერა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, თუ ტრამპმა ხელი მაინც მოაწერა აქტს, ამის ანალიზიც გახდება საჭირო, რატომ გააკეთა მან ეს.

„თუ ტრამპმა „მეგობარ აქტს“ ხელი მოაწერა, მაშინ ეს ნიშანია იმის, რომ აქ უკვე მსოფლიო გადანაწილებასთან გვაქვს საქმე და ესეც ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. ჩვენს საქმეს და ქვეყანას უნდა მივხედოთ. არაერთმა ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, რომ კავკასია ახლა ტრამპის ინტერესში ნაკლებად შედის. მე ძალიან ხშირად მითქვამს, რომ ამერიკას ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი აქვს და ის, უბრალოდ, ვერ შეძლებს მთელი მსოფლიოს გაკონტროლებას ისე, როგორც ცივი ომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამიტომ ის იძულებულია, რომ რაღაცა ოპტიმალური მოდელები მოიფიქროს, როგორ შეინარჩუნოს გარკვეული სახის გავლენები. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ყველა ახლა ტრამპის და პუტინის შეხვედრას ელოდება. ომის დასრულებაც არც ისე მარტივი არ არის. თავად ტრამპს ჰყავს მოწინააღმდეგეები. ამიტომ არ არის გამორიცხული, უკრაინის ომის დასრულებამდე ტრამპმა საერთოდ „მეგობარი აქტი“ დააიგნოროს. საქართველოს საკითხი ამერიკაში ასეთი ზედაპირული და მარტივი არ არის. იქ არიან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, რომლებიც ამ აქტის გატანას ძალიან დაჩქარებული წესით ცდილობენ, მაგრამ არ ველი, რომ ტრამპი ამას დღეს და ხვალ ხელს მოაწერს. მაინც ველი, რომ პროცესების განვითარებას დაელოდება, ან ევროპარლამენტარების რეზოლუციასავით, უბრალოდ, თაროზე შემოიდება“, - ამბობს კიკნაძე.

მარბიელი ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს; მხოლოდ ბრიყვს ჰგონია, რომ ბიღაცას ვუყვარტართ და ის გვიშველის; გვერდში დაგვიდგება ის, ვისი ინტერესებიც იმ კონკრეტულ საქმეში ჩვებსას დაემთხვევა
ჯერ ქვეყნის შიგნითაა სიტუაცია დასალაგებელი - არა მარტო მეცოცხეების ალაგმვა, უნდა აილაგმოს კორუფცია, ნეპოტიზმი, მავანთათვის სახ ქონების ჰაიჰარად გადაცემა, საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა, ჩაწყობილი ტენდერები...
მერე სამეზობლოში უნდა დალაგდეს ურთიერთობები, მერე სხვა გზების ძიებაც
ერთ დღეში არცერთი ქვეტანა არ აშენებულა; არმაშენებელი 9 წელი ხარკს უხდიდა სელჩუკებს, სანამ მოძლიერდა; ბრწყინვალე წლების მანძილზე ემსახურებოდა მონღოლს, უანრავი სისხლი ღვარა მათ ომებში, სანამ დრო არ მოვიდა
ყველაფერი კი ყველაფრისადმი სამართლიანი მიდგომით უნდა დაიწყოს
7 საათის უკან
Aburjga Tasmanieli დიდება საბჭოთა საქართველოს, დიდება ქართველ ხალხს! დიდება საბჭოთა კავშირს, დიდება საბჭოთა ხალხს, ხალხს რომელმაც სასტიკ ომში 1945 წლის 9 მაისს დაამარცხა გაერთიანებული ევროფაშისტური ურდოები, რომლებიც ჰიტლერის წინამძღოლობით 1941 წლის 22 ივნისს თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და ქართველმა ქანთარიამ და რუსმა ეგოროვმა გამარჯვების დროშა აღმართეს ბერლინში რაიხსტაგზე! ამ გამარჯვებას ომში წასული 700 000 საქართველოს მოქალაქიდან 330 ათას შეეწირა ბრძოლის ველზე! გამარჯვების მჭედელი, ტვინი და წინამძღოლი კი იყვნენ გენერალი სიმუსი სტალინი, ქართველი კაცები იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი და მის მარჯვენა ხელი, უდიდესი ორგანიზატორი ლავრენტი პავლეს ძე ბერია! დიდება გმირებს!
4 საათის უკან
Gami ეს ორი სიტყვა: ორკესტრირებული და პერფომანსი რომ არ იხმარონ არ შეიძლება? პირველი, ხაზარაძის და ბურჭულაძის საყვარელი ტერმინია..
33 წუთის უკან