„ნიკა გვარამიას წამოსცდა ის გეგმა, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ ნაციონალებს და ამ სიტყვებს უკან ვერ წაიღებს“

„ნიკა გვარამიას წამოსცდა ის გეგმა, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ ნაციონალებს და ამ სიტყვებს უკან ვერ წაიღებს“

„საქართველოს მოსახლეობის 10-15%-ის გარდა, ნამდვილად არ აძლევს ხმას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უამრავი ბინძურ დანაშაულში აქვს მონაწიულება მიღებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოაზრებული აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდრებს, მათ შორის - ნიკა გვარამიას.

for.ge ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშინაციონალურ მოძრაობასხმას 24.4%, „ქართულ ოცნებასკი 23.3% მისცემდა - ასეთია GFK- მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა. ბატონო ირაკლი, რა მიზანი აქვს ამ კვლევას?

ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, რომელსაც ტელეკომპანია „რუსათვი 2“ ავრცელებს, პირველ რიგში, გავიხსენებ იმას, რომ გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 30%-იანი რეიტინგი ჰქონდა. სინამდვილეში, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, რადგან ივანიშვილის მხდიდან საუბარი იყო იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხადამჭერთა რიცხვი 150-200 ათას კაცს შეადგეს, რასაც თუ პროცენტებში გადავიყვანთ, ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე 30%.

სიტყვა 30% სულ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი და ეს ძალიან კარგად ჩანდა იმ ჩანაწერიდან, რომელიც იქნა გავრცელებული. კიდევ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ტელემაყურებელს ყალბი ფორმით მიეწოდა ინფრომაცია „რუსთავი 2“-ის მხრიდან. გარდა ამისა, სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ცდილობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას.

რას გულისხმობთ?

- სხვადასხა ფორმით ცდილობდნენ ჩვენი მხრიდან იმის დადასტურებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 30% სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 30%-იანი მაჩვენებელი მთლიანად აცდენილია რეალობას. კიდევ ერთხელ გავიმორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ბევრად ნაკლებია, ვიდრე 30%.

როგორ ფიქრობთ, რისთვის დასჭირდარუსთავი 2“- ივანიშვილის სიტყვების გაყალბება იმ კუთხით, თითქოს ამბობს, რომნაციონალურ მოძრაობას“ 30%-ანი მხარდაჭერა აქვს?

- ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი. აბსოლუტურად გაყალბებულია ის მაჩვენებლები, რომელიც შემოგვთავაზეს „რუსთავი 2“-ის მეშვეობით. მოგეხსენებათ, რომ ეს კვლევა ჩაატარა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აქტივაციის შესახებ კი, ყველას კარგად მოგეხსნებათ. მიჩვეული ვართ ნიკა გვარამას და „რუსთავი 2“-ის მხრიდან სიყალბეს და სიცრუეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, ეს ყველაფერი რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდრებს, მათ შორის - ბატონ ნიკა გვარამიას.

არსებობს პროცესების რევოლუციური გზით განვითარების შესაძლებლობა?

- კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ რევოლუციურ პროცესებს საქართველოში განხორციელება არ უწერია. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ს, რომ ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისათვის.

თქვენ ახსენეთ, რომ რეალურად რამდენჯერმე დაბალიანაციონალური მოძრაობისრეიტინგი, ვიდრე GfK-ის კვლევის მიხედვით, რომელსაცრუსთავი 2“ ავრცელებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა დათავისუფალი ზონისყოფილიმა წევრმა ბესო კალაძემ GFK -ის კვლევის რეალური შედეგები გაასაჯაროვეს, რომლის მიხედვითქართულ ოცნებას“ 25.4%-იანი, ხოლონაციონალურ მოძრაობას“ 12.5%-იანი მხარდაჭერა აქვს. საუბარია იმ ამომრჩეველზე ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ბატონო ირაკლი, თქვენ თუ გაქვთ კველვის შედეგები და როგორია რეალური სურათი?

- რაც შეეხება შალვა რამიშვილის განცხადებას, ზოგადი ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ ვიცით რა არის რეალობა და სწორედ, აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები არ ასახავს რეალობას და რადიკალურად აცდენილია სინამდვილეს. დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევის შედეგები, გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ტარდება ალტერნატიული კვლევები და არც ერთ რეიტინგში არ უფიქსირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი მაჩვენებელი, რომელიც დაფიქსირებული იქნა „რუსთავი 2“-ის კვლევის მიხედვით.

„ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ადგილზე ყოფნა, ისეთი სიყალბეა, რომ ყველასთვის ნათელია რასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, ჩვენ სხვადსხვა ფორმით და მეთოდით ვახორციელებთ საარჩევნო ანალიზს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ რამდენჯერმე უსწრებს რეიტინგში „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს საბოლოო ჯამში დადასტურდება 8 ოქტომბერს, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაფიქსირდება არჩევნების შედეგები.

თქვენი მონაცემებით დაახლოებით რამდენია სხვაობაქართულ ოცნებასადანაციონალურ მოძრაობასშორის?

- სხვაობა დაახლოებით სამჯერ მეტია. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით გარდაბნის არჩევნების წინ. მოგეხსენებათ, რომ მაშინაც ქვეყნდებოდა რეიტინგები „რუსთავი 2“-ის მიერ, მაშინც იყო საუბარი, რომ „ქართული ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის რეიტინგი ერთ დონეზე იყო და ამის საფუძველზე ნაცმოძრაობის შტაბის მაშინდელი ხელმძღვანელი ბატონი კირკიტაძე აცხადებდა, რომ გარდაბანში დაიწყებოდა „ქართული ოცნების“ დასასრული, თუმცა სამმაგი სხვაობით მოვიგეთ არჩევნები.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საქმე გვაქვს ძალიან მარტივ სიყალბესთან, ყველამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ძალიან დაბალია საზოგადოებაში. საქართველოს მოსახლეობის 10-15%-ის გარდა ნამდვილად არ აძლევს ხმას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უამრავ ბინძურ დანაშაულში აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა მოსახლეობამ და შესაბამისად, 30%-იანი რეიტინგი გამორიცხულია. ნამდვილად, ასეთ დონეზე არ არის დასული ჩვენი საზოგადოება.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 2012 წლის მონაცემები და გვახსოვს რა რეიტინგები ქვეყნდებოდა, როგორი იყო ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც დაიდო და რა იყო რეალური სურათი. რადიკალურად იყო აცდენილი. ყოველთვის, როდესაც „საქმეს სჭირდება“ GFK-ის გამოყენებით იდება გაყალბებული შედეგები, რომელიც რადიკალურად აცდენილია სინამდვილეს. ასე მოხდა 2012 წელს და 2016 წელსაც ეს არის გეგმის ნაწილი. ეს არის სამწუხარო რეალობა და ბუნებრივია, რომ ამ სიყალბეს წერტილი დაესმევა 8 ოქტომბერს, როდესაც ყველა ერთად ვიხილავთ რა შედეგები დაიდება არჩევნებში. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვაქვს სამმაგი სხვაობა და დაახლოებით ასეთივე სხვაობა დაფიქსირდება არჩევნებში.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ რევოლუცია აკრძალული ქმედება არ არის. ამას წინასწარ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარად განიხილავთ თუ არა?

- ნიკა გვარამიამ 12 წუთი ისაუბრა იმაზე, თუ რა კარგია რევოლუციური სცენარი და როგორი ლეგიტიმური შეიძლება იყოს რევოლუცია. პრაქტიკურად, მას წამოსცდა ის გეგმა, რომელიც ნიკა გვარამიას ჩათვლით ჩაფიქრებული აქვთ „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერებს. ეს მას წამოცდა და ბუნებრივია, ამ სიტყვებს უკან ვერ წაიღებს.

რაც შეეხება გორში განვითარებულ პროცესებს, ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმაში ედუარდ ნუცუბიძეს და ალექსანდრე ინდიაშვილს ადანაშაულებს. ის გორში .. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ის უკეთებს ორგანიზებას და გარანტიას აძლევდა ამ ბიჭებს, რომ მათ არავინ შეეხებოდა. რა პასუხი გაქვთ ამ ბრალდებაზე?

- სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ინციდენტს არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული. რეალურად მარტივი შელაპარაკების საფუძველზე დაიწყო კონფლიქტი ოქრუაშვილის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეს შორის. ამ ფაქტს არანაირი პოლიტიკური სარჩული  და მით უმეტეს არანაირი კავშირი არ აქვს არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც მის ლიდერებთან. სამწუხაროდ, ოქრუაშვილი ხელოვნურად ცდლობს პოლიტიკური სარჩული მისცეს ამ ინციდენტს. ასეთი განცხადებებით ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობს თავისი წონის აწევას. რეალურად, არანაირად არ შედის ჩვენს ინტერესებში განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ირაკლი ოქრუაშვილისთვის და მისი კამპანიისთვის.

რაც შეეხება სამეგრელოს, თქვენ აცხადებდით, რომნაციონალური მოძრაობისკონცენტრაცია შეიმჩნეოდა სამეგრელოსა და აჭარის მიმართულებით. დიდინეძის შემთხვევა არის ამის ადასტურება და რა მოლოდინები გაქვთ ამ მიმართულებით?

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელ დიდინეძში კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე. მათი აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს სამ აქტივისტს. მათ შორის ახალგაზდრა გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას.

ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის უფლებას არავის მივცემთ. გამოძიება დაწყებულია და აუცილებელია, რომ დაისაჯოს დამნაშავეები. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ ასეთი ინციდენტები, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე და ამაში ჩართული გვყავს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები.