„დღეს აღარ მუშაობს სააკაშვილის ცრემლები - რამდენი ხანია, უგულავასთან არავინ მისულა ციხეში“

„დღეს აღარ მუშაობს სააკაშვილის ცრემლები - რამდენი ხანია, უგულავასთან არავინ მისულა ციხეში“

მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელის ხელისუფლების ხავერდოვან ჩანაცვლებას. თუმცა სააკაშვილისთვის რომ „ხავერდოვანი ჩანაცვლება“ მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, ამას ბოლო დღეებში გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფრაგმენტებიც ადასტურებს, სათაურით „სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან ერთად (გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი) მისთვის სასურველ სცენარს ამუშავებს.

მოდის თუ არა „სააკაშვილის აუდიორევოლუცია“, ძნელი სათქმელია. ჯერ ჩანაწერების ავთენტურობაც არ დადასტურებულა. თუმცა უკვე ისმის მოწოდებები, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოსურნე ძალადობრივი პარტია- „ნაცმოძრაობა“ უნდა აიკრძალოს.

რა შეცდომათა კასკადი დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“, რომ სააკაშვილს რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის სივრცე დაუტოვა?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პირდაპირ უნდა მოვითხოვოთ, „ნაცმოძრაობაგამოეთიშოს არჩევნებს. ასეთი პრაქტიკა სადმე არსებობს, რომ ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გადატრიალების მომწყობი პარტია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოკვეთონ პოლიტიკური სივრციდან?

- ვერ გეტყვით, სადმე არსებობს თუ არა ასეთი პრაქტიკა, მაგრამ აქ ლაპარაკი მთლიანად „ნაცმოძრაობაზე“ ვერ იქნება, რადგან „ნაცმოძრაობა“ მაინც რეგისტრირებული პარტიაა და შეიძლება, დამნაშავენი იყვნენ მხოლოდ კონკრეტული პიროვნებები ან ადამიანები, რომლებიც გადატრიალებას აპირებდნენ. ახლა მთავარია, ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდეს. თუმცა ირმა ინაშვილის ნათქვამი ძალიან ნაჩქარევია. ალალად რომ გითხრათ, ეს არის ირმა ინაშვილის პიარსვლა წინასაარჩევნო პერიოდში, ვიდრე რეალური იდეის შეთავაზება.

გასაგებია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მუდმივად ითხოვს „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, რაც შესაძლოა, სწორიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა არც ავთენტურობაა დადასტურებული და არც კანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულებაა, იმის გამო აკრძალო პარტია, რომ იმ პარტიაში ვიღაცას იდიოტური აზრი მოსდის, მე მგონი, არასწორია. მეორე მხრივ, შესაბამისი ორგანოების მხრიდან დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს ამ აუდიოჩანაწერის შინაარსის გამოძიება.

მარტო ირმა ინაშვილზე არ ვსაუბრობ, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილიც ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან. გვესმის სოზარ სუბარის განცხადებაც, რომ სააკაშვილი აუცილებლად ჩაჯდება მატროსოვის ციხეში, სადაც მომზადებულია მისი გაბარიტებისთვის ვიწრო, მაგრამ კომფორტული საკანი, ყოველგვარი ცოცხებისა და წამების გარეშე. ასევე, გვესმის, რომნაცმოძრაობადა სააკაშვილი კრიმინალური იდეებით გაჟღენთილი ბანდაა, რომელიც გვამებსა და ბარიკადების აღმართვას საჭიროებს. როდესაცნაციონალებისგანმოსალოდნელ დესტაბილიზაციაზეა საუბარი, ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში რა შეცდომა დაუშვაქართულმა ოცნებამ“, რომ სააკაშვილი ისევ ამ ტონალობაში ლაპარაკობს? ეს ხომ არ იყოოცნებისარათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც არ იყომიმწოლიდა უცხოეთიდან ნაკარნახევ კოაბიტაციასთან ერთად შინაგან კონფორმიზმსაც ავლენდა?

- „ქართული ოცნება“ როცა ჩამოყალიბდა, მას ჰქონდა არჩევანი, რა უნდა მოეხერხებინა „ნაცმოძრაობისთვის“. ყველას ჰქონდა იმედი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ საკითხი გადაწყდებოდა ისე, როგორც თავის დროზე „მოქალაქთა კავშირის“, ან უფრო ადრე „მრგვალი მაგიდის“. ანუ ამ პოლიტიკური ძალის - „ნაცმოძრაობის“ თვითდაშლა დაიწყებოდა და ხელისუფლებას ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა. მთლიანობაში, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები, საერთოდ ვხურავდით თუ არა წარსულს, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ არ ვეკითხებოდით არაფერს და ვიწყებდით ქვეყნის აშენებას ცარიელი ფურცლიდან. იყო მეორე გზაც, რომ ვიკვლევდით, რაც გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, ვიწყებდით მასობრივ რეპრესიებს და ვიმეორებდით იმას, რაც გააკეთა იმავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2003-05 წლებში.

მე ვთვლიდი, რომ პირველი ვარიანტი სჯობდა და თავის დროზე ეს გაკეთდა პოლონეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ეს მოდელი „წარსულს დავანებოთ თავი, მივხედოთ მომავალს“, საკმაოდ აპრობირებული მეთოდი გახლდათ. ეს მოდელი უპირატესი იყო იმიტომაც, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბოლომდე მიეყვანა ეს საქმეები, რადგან სამართლიანობის აღდგენის პროცესს თუ დავიწყებთ, ჩვენ მოგვიწევდა გასვლა 90-იან წლებამდე. ჩვენი რეალობა ხომ ასეთია, ამის არც ფულადი სახსრები, არც ინტელექტუალური ძალა და არც სურვილი არ კმაროდა. ამიტომ სჯობდა, ეს პროცესი არ დაგვეწყო. თუმცა ახლანდელმა ხელისუფლებამ აირჩია ყველაზე უარესი, ანუ საშუალო გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც დავიწყებას მისცა „ნაციონალური“ წარსული და ვერც სრული რეპრესირება განახორციელა.

და, ეს საშუალო გზა დაახლოებით ისევე გამოიყურებოდა, ბიძინა ივანიშვილი რომ ამბობდა თავიდან, შუა უნდა გაიკრიფოსო? სწორედ ეს საშუალო გზა, „შუაშისტებიარ მოსწონდა ყველაზე მეტად ივანიშვილს და ამ დროს ეს გზა აირჩია?

- დიახ, ასე გამოდის. ნახეთ, რა ხდება? დღეს თქვენ ვერც „ნაცმოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ ისეთ მხარდამჭერს ვერ ნახავთ, რომ ამ პროცესით კმაყოფილი იყოს. ამ პროცესით უკმაყოფილოა ყველა. „ნაციონალები“ თვლიან, რომ ტყუილად სხედან ციხეში, „ოცნების“ მხარდამჭერები კი თვლიან, რომ სამართლიანობა ვერ აღდგა. ეს იმიტომ, რომ როცა სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებ, ან ვერ აკეთებ სწორ ანალიზს, მაშინ ვღებულობთ ყველაზე ცუდ ვარიანტს. ის, რომ ვიღაცები დაპატიმრებულები არიან და ვიღაცები ისევ პროკურატურაში მუშაობენ, საერთოდ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. აი, ყველაზე მძიმე შეცდომა, რაც დაუშვა ხელისუფლებამ ნაციონალებთან მიმართებით.

ახლა თქვენც გაიხსენეთ, რომ თუნდაც იმავე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით რამდენჯერმე გაჟღერდა ბარიკადების თემა. ჩვენ ვიცით, სასამართლო დღეს როგორი „დამოუკიდებელია“. დავიჯერო, იმ ფაქტების გამო, როცა ბარიკადებზე იყო საუბარი, ძალოვან სტრუქტურებს, სუსს ან პროკურატურას არ გაუჩნდა სურვილი, მიემართა სასამართლოსთვის და თუნდაც სააკაშვილთან მიმართებით მოსმენები დაეკანონებინა? ამას იმიტომ ვამბობ, რომ გამოვიდა გვარამია და თქვა, მე ძალიან ვწუხვარ, რაღაც რომ გავაკეთე მაშინ, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ყველა ის ინფორმაცია კანონიერი გზით არ იყო მოპოვებულიო. სწორია ეს კაცი, მართლაც კანონიერი გზით არ იყო მოპოვებული. ხოლო, როცა ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს, რომ საგანგებო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს, რომელ კანონიერებაზეა ლაპარაკი?! მიმართეს კი სასამართლოს, რომ მას დაეკანონებინა მოსმენები და უარი მიიღეს? იყო კი ამის მცდელობა? დარწმუნებული ვარ, არ იყო. ისევ ველოდებით რაღაცების გამოქვეყნებას, რადგან ხელისუფლებას მუდმივად ფეხებში ებლანდება ნაციონალების მიმართ არჩეული არასწორი პოლიტიკა.

ერთი წუთით დავუშვათ, რომ კანონიერი გზით არის ეს ჩანაწერები მოპოვებული, მაშინ ხელისუფლება იძულებულია, წავიდეს რეპრესიებზე. სხვა გზა არ აქვს, რასაც კიდევ უფრო რაღაც ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ამიტომაც ხელისუფლება ცდილობს, არც მწვადი დაწვას, არც შამფური და გაჟეჟილი ინფორმაცია გამოუშვას საზოგადოებაში, რასაც ამ საარჩევნო პერიოდში ყველა აღიქვამს, როგორც საარჩევნო კამპანიას და არა - სერიოზულ ინფორმაციას. მით უმეტეს, დამერწმუნეთ, მედიიდან რომ გაქრეს პლაკატები და ლოზუნგები, საქართველოში კაციშვილს არ გაახსენდება, რომ 8 ოქტომბერს არჩევნებია.

მიხეილ სააკაშვილი ისეთი ფსიქოტიპის ადამიანია, რომ შეცდომა რომც არ დაეშვაქართულ ოცნებას“, მაინც იფიქრებდა რევოლუციურ სცენარზე, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძესაც მიუხტა და ემუქრებოდა, 30 ათასი ადამიანი ვდგავართ და მაინც არ გადადგებიო? მართალია, შევარდნაძის რეჟიმი დამყაყებული იყო, მაგრამ დღეს სააკაშვილის გასაჭირი უფრო მასშტაბურია, ოდესაში კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოში დაბრუნების ფაქტორი. უკრაინულ პრესაში იბეჭდება, რომ სააკაშვილი ჩემოდნებზეა, მის კარიერას ჯვარი ესმება უკრაინაში და ამის მიზეზად განიხილება, რომ ნომერ პირველმარეფორმატორმაუკვე ყველა ტოპ-თემა ამოწურა. საუბარია ოდესა-რენის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომელიც ჯოჯოხეთია და ტრასა მხოლოდ 5-7%-ითაა მზად; ასევე, იუსტიციის სახლზე, რომელიც ოდესაში შეფერხებით მუშაობს და პერსონალსაც ხელფასს უგვიანებენ; საბაჟოზე, სადაც ისევ განუკითხაობაა. სააკაშვილის გარემოცვაც შემოძარცულია. ეკა ზღულაძე ამბობს, რომ პარიზში ბავშვი ჰყავს მოსავლელი...

- გეთანხმებით, რომ ასეთი ფსიქოტიპი არსებობს და თავისი ბუნებით შეიძლება სწორედ ასეთი იყოს სააკაშვილი, მაგრამ აქ არის მეორე საკითხიც, რა რისკზეა წამსვლელი თავად სააკაშვილი და მისი გუნდი თუ გაჰყვება მას? დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა მოუნდეს სააკაშვილს, დღევანდელი ნაციონალური ელიტა (ერთია, რას ლაპარაკობენ ეთერში) მშვენივრად აანალიზებენ, რა ვითარებაა დღეს საქართველოში. სააკაშვილს შეიძლება ბევრი რამ უნდა, მაგრამ საყრდენი არ აქვს მოსახლეობაში. რატომღაც ის ვერ გაურკვევია ივანიშვილს, საიდან ჰყავთ ნაციონალებს 200 ათასი კაცი?! ამ დროს მარტივი არითმეტიკაა და იგი უნდა დაფიქრდეს, რომ ჰაერიდან არ მოდის ეს ციფრი. დათვალოს, რამდენია ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც სააკაშვილის დროს იყო და, პლუს ამას, ემატება იმ ამომრჩევლის 20%, რომელიც სულ ხელისუფლებას აძლევს ხმას. ეს ხალხი სააკაშვილის მხარდამჭერია, რადგან ისინი თვლიან, თუ სააკაშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისინიც დაუბრუნდებიან იმ ადგილებს, სადაც იყვნენ. დღეს ისინი თვლიან, რომ შეზღუდულები არიან. ეს არ არის სააკაშვილის იდეოლოგიური მხარდაჭერა, ეს ჩვეულებრივი ინტერესებია, მაგრამ ეს ინტერესი ამ ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ისინი რევოლუციაზე წავიდნენ. მით უმეტეს, იციან, მოსახლეობაში მათ მიმართ რა განწყობაა. ამიტომ ეს ფსიქოტიპი გაბედავდა თუ არა რევოლუციურ სცენარზე ფიქრს? - მიმაჩნია, ვერ გაბედავდა. ის კი არა, როგორც ვიცი, 2003-ში შეხლა-შემოხლა რომ სრულდებოდა, მერე მიდიოდა სააკაშვილი იმ შეხლა-შემოხლის ადგილზე. ბათუმის ინციდენტიც მახსოვს. მაშინ ითქვა, რომ ხალხს როცა სცემდნენ, სააკაშვილი იჯდა რომელიღაც სახაჭაპურეში და ხაჭაპურს ჭამდა. ასე რომ, თვითონ სააკაშვილი არის იმ რისკზე წამსვლელი? თუ რისკზეა წამსვლელი, ჩამოვიდეს, ჩაჯდეს ციხეში და დამთავრდება, მისი წარსული გათეთრდება.

მაგრამ შესაძლოა, სააკაშვილს აწყობს, თავისი თანაგუნდელები მიუსვას გვერდით მერაბიშვილს, რომ დასავლეთში აჟიოტაჟი ატეხოს, თითქოს მის ხალხს დევნიან.

- იყო დრო, როცა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ცუდად აღიქვამდნენ დასავლეთში, მაგრამ ნელ-ნელა ეს პროცესი დაიძლია. არ მახსენდება, რომ ამერიკის ელჩს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გაეკეთებინოს ისეთი განცხადება, რაც დღეს გააკეთა. ელჩმა თქვა, იმდენად კარგი საარჩევნო გარემოა, ამერიკაში ვინატრებდით ასეთსო. იმავე ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება ავიღოთ. ასე რომ, დღეს აღარ მუშაობს სააკაშვილის ცრემლები და, რომ არ მუშაობს არც შიგნით და არც გარეთ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ რამდენი ხანია, უგულავასთან არავინ მისულა ციხეში. ამ დროს, როგორი ინტენსიობით იყო ეს მისვლა-მოსვლა, მერაბიშვილთან სტუმრობა, განცხადებები, რომ ის ცუდად არის; ახალაიები საერთოდ დაივიწყეს, მე მგონი, ცოლ-შვილმაც დაივიწყა. ანუ ამ მომენტმა გადაიარა. საარჩევნო პერიოდშიც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გვერდი აუაროს ამ თემას. თემა, რომელიც, წესით, მისთვის წამყვანი უნდა იყოს, რომ თითქოს პოლიტპატიმრები ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს, დასავლეთშიც აღარ მუშაობს. შესაბამისად, სააკაშვილი სრულიად გაკოტრებული რჩება. თუმცა ცდილობს, შეინარჩუნოს კონტროლი საკუთარ პარტიაზე და ჯერჯერობით ამას ახერხებს.

ნუკრი ქანთარიას რომ დავესესხო, კაკო ბობოხიძეს ძალიან აწყობს მშვიდი ცხოვრება და ერთადერთი ამოცანა აქვს, როგორმე მოხვდეს იმ დაწესებულებაში, სადაც ბავშვობიდან ზის, ანუ პარლამენტში. იგივე პეტრე ცისკარიშვილი, მართალია, კადაფს ახსენებს სააკაშვილთან საუბრისას, მაგრამ ეს არის თავის მოწონება სააკაშვილთან. ასევე, „საწყალი ნუგზარ წიკლაურიც თურმე მთელი ღამე ფიქრობს, როგორ უნდა მოხდეს რევოლუცია“, სინამდვილეში, შესაძლოა, მათ არ აწყობთ ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება, მაგრამ ფაქტია, გამობმულები არიან სააკაშვილზე და პირდაპირ უარს ვერ უბედავენ. დღემდე სააკაშვილი მათ ლოკომოტივად რჩება? იქნებ, დგება დრო, რომ სააკაშვილისგან დისტანცირება მოახერხონ?

- ოღონდ საქმე იმაშია, ადრე სააკაშვილი იყო მათი იდეური ლოკომოტივი, დღეს კი, როგორც ჩანს, მათი ფინანსური ლოკომოტივია. ამიტომ ძალიან გაუჭირდებათ პარტიის შენახვა ამ ფინანსების გარეშე. ამიტომაც არიან მიბმულნი სააკაშვილზე. მათ რომ უარი თქვან სააკაშვილზე, მაშინ თავად უნდა იზრუნონ პარტიის შენახვაზე. როგორც ჩანს, ამის ფინანსები არ გააჩნიათ. თანაც, იცით, რაშია საქმე? მართალია, ეს ოთხი წელი ვერც სააკაშვილი მოიშორეს და ვერც ფინანსებს შეელივნენ, მაგრამ გარანტირებული აქვთ 5%-იანი ბარიერის დაძლევა. ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდეგ ნაციონალებშიც უფრო დალაგდება სიტუაცია და ისინი შეეცდებიან, სხვადასხვა გზით გააგრძელონ პარტიული თუ პოლიტიკური ცხოვრება. არა მგონია, შემდეგი ოთხი წელი ისევ სააკაშვილის იმედად დარჩნენ ნაციონალები. იქ რაღაც პროცესები აუცილებლად დაიწყება, რადგან სხვა ვითარება ყალიბდება ქვეყანაში და სულ სხვა ვითარება იქნება არჩევნების შემდეგ. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ რესურსს, თუ ვის ხელშია დღეს იგი. ჯერჯერობით, რამდენადაც ცნობილია, ეს რესურსი ისევ სააკაშვილის ხელშია.