ტრამპის გამოსვლა გაერო-ს სესიაზე და მოულოდნელი კურიოზი

ტრამპის გამოსვლა გაერო-ს სესიაზე და მოულოდნელი კურიოზი

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაერო-ში სიტყვით გამოსვლა კურიოზით დაიწყო. როდესაც პირველი ლედი მელანია ტრამპი და პრეზიდენტი გაერო-ს ესკალატორზე ავიდნენ, მოულოდნელად, ესკალატორი გაჩერდა. ქალბატონმა ტრამპმა ფეხით განაგრძო სვლა, ხოლო პრეზიდენტი უკან მიჰყვა: „ტელეპრომპტერი გაფუჭებული იყო და ესკალატორი მოულოდნელად გაჩერდა, როცა სცენაზე მივდიოდით. თუმცა, ალბათ, ამან გამოსვლა უფრო საინტერესო გახადა. ყოველთვის პატივია გაერო-ში სიტყვით გამოსვლა, თუნდაც მათი აღჭურვილობა ცოტა გაუმართავი იყოს“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

ინციდენტთან დაკავშირებით, გაერო-მ განმარტა, რომ ესკალატორის გაჩერება, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სისტემამ გამოიწვია, რადგან ვიდეო-ოპერატორი, რომელიც პრეზიდენტის წინ იდგა და იღებდა, შემთხვევით შეეხო სისტემას. „უსაფრთხოების მექანიზმი შექმნილია იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადამიანების, ან ნივთების მოხვედრა და გაჭედვა მექანიზმში. ვიდეო-ოპერატორმა, შესაძლოა, შემთხვევით აამოქმედა აღნიშნული უსაფრთხოების ფუნქცია“, - ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში. თუმცა, ტრამპის უკმაყოფილება ამით არ ამოწურულა, მან პრეტენზიაგამოთქვა გაფუჭებული ტელეპრომპტერის გამოც.

რაც შეეხება ოფიციალურ გამოსვლას, ტრამპი გაერო-ს ტრიბუნასთან 57 წუთის განმავლობაში იდგა და დამსწრე საზოგადოებას მიმართავდა. მან თავისი პრეზიდენტობის პირველი და ამჟამინდელი ვადა ჯოზეფ ბაიდენის ვადას შეადარა და აღნიშნა, რომ ექვსი წლის განმავლობაში, ამ დარბაზიდან არ მიუმართავს მსოფლიოსთვის, რომელიც კეთილდღეობასა და მშვიდობაში ცხოვრობს. მისი თქმით, მან ორ კონტინენტზე დაამყარა მშვიდობა. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა მიგრანტების დეპორტაციაზე შეერთებული შტატებიდან. ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ამ მიმართულებით პოლიტიკასა და საქმიანობას მეზობელ ქვეყნებში პროტესტი მოჰყვა. მიმდინარე წლის მაისში, ვაშინგტონში, ორი ებრაელი დიპლომატის მკვლელობამ ეს პროცესი დააჩქარა, რადგან მიიჩნევა, რომ მათი მკვლელობა ანტისემიტიზმს უკავშირდება, რომელიც, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულ მიგრანტებს მიეწერებათ.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა გაერო. მისი განცხადებით, ორგანიზაციამ გასულ წელს, შეერთებულ შტატებში ჩასული 624 000 მიგრანტის მხარდასაჭერად, 372 მილიონი დოლარი გამოყო, ნაღდი ფულის სახით: „გაერო მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებიც არალეგალურად შედიან შეერთებულ შტატებში და შემდეგ ჩვენ გვიწევს მათი გაძევება. გაერო ასევე უზრუნველყოფს არალეგალი მიგრანტებისთვის საკვებს, თავშესაფარს, ტრანსპორტირებასა და სადებეტო ბარათებს.

გაერო, თავის მხრივ, უძლურია მიგრაციის თავიდან ასაცილებლად. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ამერიკელებს ეკუთვნით“: „მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, მტკიცე პოზიცია დაიკავონ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად“.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არალეგალური მიგრაცია ევროპაშიც სერიოზულ პრობლემებს იწვევს. სამწუხაროდ, მან არ ახსენა მიგრანტების შემოდინების მიზეზები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მან ნატო-ში თავდაცვის ხარჯების ზრდას მიაღწია. მისივე თქმით, ივნისში, ალიანსის სამიტზე, მისი თხოვნით, ნატო-ს წევრებმა ოფიციალურად აიღეს ვალდებულება, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2-დან 5%-მდე: „ამან ჩვენი ალიანსი უფრო გააძლიერა, ვიდრე ოდესმე“.

მაისში, ტრამპი ახლო აღმოსავლეთს ეწვია და ხაზი გაუსვა, რომ მან აღადგინა პარტნიორული ურთიერთობები სპარსეთის ყურეში და რომ ურთიერთობები საუდის არაბეთთან, ატართან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და სხვა ქვეყნებთან უფრო მჭიდროა, ვიდრე ადრე.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის დროს, ერთმანეთის მიყოლებით მოაწერეს ხელი „ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებებს“: გაერთიანებულ სამეფოსთან, ევროკავშირთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, ფილიპინებთან, მალაიზიასთან.

ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადის შვიდი თვის განმავლობაში, „შვიდი მიმდინარე ომი“ დაასრულა. მან დაასახელა კამბოჯა-ტაილანდი; კოსოვო-სერბეთი; კონგო-რუანდა; პაკისტანი-ინდოეთი; ისრაელი-ირანი; ეგვიპტე-ეთიოპია და სომხეთი-აზერბაიჯანი: „ისინი, ყველანი, ომში იყვნენ. არცერთ პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს, არცერთ ქვეყანას, არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამ. მე ეს სულ რაღაც შვიდ თვეში გავაკეთე. ეს ჩემთვის დიდი პატივია. სამწუხაროდ, გაერო-ს ნაცვლად, მე მომიწია ამასთან გამკლავება“.

აშშ-ის ლიდერის განცხადება შეიცავს კრიტიკას არა მხოლოდ გაერო-ს, არამედ იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ამბიციურ განცხადებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ „კონფლიქტების მოგვარების გასაღებს საკუთარ თავში ატარებენ“.

დონალდ ტრამპის ირანთან დაკავშირებული განცხადებები, მისი გამოსვლის ყველაზე საინტერესო პუნქტებს შორისაა.

სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ ჩართული იყო ღაზას სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესაძლებლობების ძიებაში. მან ისაუბრა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის, მათ შორის, მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების შესახებ და თქვა, რომ ჰამასი უნდა შეუერთდეს მათ, ვისაც მშვიდობა სურს. მან მოძრაობას მიმართა: „გაათავისუფლეთ მძევლები, ახლავე. უბრალოდ, გაათავისუფლეთ მძევლები, ახლავე!

ტრამპის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომი იყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის შესაჩერებლად „დაუღალავად იშრომა“ და განაცხადა: „მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობის გამო, ამ ომის შეჩერება ადვილი იქნებოდა“. მისივე თქმით, რუსეთის მდგომარეობა მძიმეა. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთი და ინდოეთი რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი სპონსორები არიან, რადგან რუსული ნავთობის შესყიდვას აგრძელებენ. მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნებსაც კი არ შეუწყვეტიათ რუსეთისთვის ენერგომომარაგებისა და ენერგეტიკული პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი. ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ევროპელი მოკავშირეები რუსეთს უკრაინის ომში ეხმარებიან, რუსეთისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის შეძენით.

თავის გამოსვლაში, აშშ-ის ლიდერმა ხაზი გაუსვა პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილ ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას და მის ქვეყანას აწუხებს.

წყაროები: https://report.az/analitika/trampin-bmt-sessiyasinda-cixisi-dunyanin-problemlerine-ag-evin-baxisi-serh

https://abcnews.go.com/US/responds-trump-escalator-malfunction/story?id=125885502